GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ვაცლავ ჰაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა

2011 წლის 23 დეკემბერს, 16 საათზე, ევროპის მოედანზე სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართა ვაცლავ ჰაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრება. რელიგიური გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგებეს დისიდენტის, უფლებადამცველისა და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.

„ჰაველი  მთელ მსოფლიოში მხოლოდ იმიტომ კი არ სარგებლობდა პოპულარობით, რომ იგი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი იყო, არამედ იმიტომაც, რომ მას ისევ თავისუფლებისათვის მებრძოლ დისიდენტად აღიქვამდნენ.   მან შეძლო შეენარჩუნებინა უბრალოება და სუფთა სინდისი.

დღეს ვაცლავ ჰაველს ჩეხეთის მიწას მიაბარებენ, მაგრამ ჩვენ გვინდა მადლობა ვუთხრათ მას, რადგან  არა მარტო ჩეხი, არამედ,  თავისუფლებისთვის, დემოკრათიისტვის მებრძოლი ყველა ხალხის ქომაგი იყო.

ჰაველი იყო  ადამიანი, რომელმაც მთელი მისი მოღვაწეობა მონური იდეოლოგიებისა და ტოტალიტარულ – ავტორიტარული რეჟიმების, იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიძღვნა.

ადამიანი, რომელმცაც თავისუფლების უნივერსალურ ღირებულებებს საკუთარი ცხოვრებით შეასხა ხორცი“ – ნათქვამია იმ მიმართვაში, რომელიც სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ  შეიმუშავა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group