GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

შობა და ნათლისღება სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში

2012 წლის 5 იანვრის საღამოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წმინდა ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიაში შობისა და ნათლისღების დღესასწაულის აღნიშვნა წინასაშობაო წირვით დაიწყო. წირვა აღავლინა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ქადაგებისას სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მრევლს წაუკითხა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ მეორის საშობაო მილოცვა და კურთხევა.

6 იანვარს საქართველოს სომეხი მოსახლეობისათვის შობის დღესასწაულის მისალოცად თბილისის სურბ გევორქის საკათედრო ტაძარს ეწვივნენ პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე გიგი წერეტელი, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე ზაალ სამადაშვილი, საქართველოს უშოშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი. სტუმრებმა მრევლს გულითადად მიულოცეს შობა და ნათლისღება და ისაუბრეს იმ განსაკუთრებულ წვლილიზე, რომელიც სომეხ ხალხს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში, კულტურასა და ისტორიაში მიუძღვის.

 

 

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group