GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ენის შეფასება და ტესტირება

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR)“ მოამზადა და გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის მასწავლებლებისთვის „ენის შეფასება და ტესტირება“. სახელმძღვანელო გამოიცა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. ეს წიგნი დაეხმარება ენობრივი კომპეტენციების შეფასებაში არა მხოლოდ ქართული ენის, არამედ უმცირესობათა მშობლიური ენებისა და უცხო ენების მასწავლებლებს.
ცენტრმა 2011 წლის მაისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით პროექტის ფარგლებში განახორციელა პროგრამა „კონფლიქტის პრევენცია“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე რეგიონალურ საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ენის სახლებთან ერთად.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group