GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ კონფესიების რეგისტრაციის წესის შეფასება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მიერ მომზადებულ ანგარიშში (საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულება 26, 01, 2012) დადებითად არის შეფასებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება.

დოკუმნტში ნათქვამია: „2011 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიურ დენომინაციებსაც მიეცათ სამართლებრივი სტატუსის მიღების საშუალება. აღნიშნულ ცვლილებებს დაუპირისპირდა საქართველოს მართლადიდებელი ეკლესია და ოპოზიციური პარტიების ნაწილი. ჩვენი მხრივ, განსაკუთრებულად მივესალმებით ამ ცვლილებებს, რაც პირდაპირ შეესაბამება ასამბლეის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ რეკომენდაციას რელიგიის შესახებ სათანადო კანონმდებლობის მიღების თაობაზე (რეზოლუცია 1801 (2011) § 19.1), რომელიც ქართული საზოგადოებისთვის მეტად სენსიტიურ საკითხს განეკუთვნება. ვიმედოვნებთ, რომ დენომინაციებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას მალევე მოყვება საკანონმდებლო ნაბიჯები ისტორიული რელიგიური ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რაც ასევე აღნიშნულია 2011 წლის #1801 რეზოლუციის 19.2 პარაგრაფში“.

http://assembly.coe.int/CommitteeDocs/2012/amondoc24rev3_2011.pdf

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group