GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციასთან დაკავშირებით

2012 წლის 17 თებერვალს პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის საბჭო შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და პრეზიდენტთან არსებული სამოქალაო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს თავჯდომარე, თამარ კინწურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები

საქართველო როგორც ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, 2012 წლის მარტში ევროპის საბჭოში კონვენციასთან დაკავშირებულ მეორე ანგარიშს აგზავნის. შეხვედრის მიზანი იყო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა მხრიდან რეკომენდაციების შემუშავება ჩარჩო კონვენციის განხორციელების შესახებ საქართველოს მეორე სახელმწიფო ანგარიშთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ოსური დიასპორის წარმომადგენელმა დასვა საჯარო სკოლებში ოსური ენის სწავლების საკითხი, ამ საკითხის მოსაგვარებლად აუცილებელია შეიქმნას ოსური ენის სწავლების სტანდარტი. გერმანული დიასპორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჩარჩო კონვენციით გარანტირებულ უფლებაზე, რომლის მიხედვითაც უმცირესობათა წარმომადგენლებს შეუძლიათ გვარები მათთვის მისაღები ტრანსკრიფციით დაარეგისტრირონ და სთხოვეს სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ კონვენციის ამ მუხლის ქართულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული,მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემატურია უმცირესობების კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილობა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საბჭოს წევრები უახლოეს მომავალში შეხვდებიან კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა–პატრონობის საკითხების განსახილველად.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში რასისტული მოტივაციის დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩათვლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი. პროექტი გულისხმობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას, რომლის მიხედვითაც რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება. საკანონმდებლო ინიციატივა ეხმაურება რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) 2010 წლის რეკომენდაციებს და მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინაღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებთან.

8 თებერვალს ანალოგიური შეხვედრა გაიმართა ახალციხეში ადგილობრივ არასამთავრობო და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთა.

ორივე ღონისძიება გაიმართა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროეტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებნს საქართველოს გაეროს ასოციაცია.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group