GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრების შეხვდრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან

2012 წლის 16 მარტს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს.

შეხვედრა გაიმართა 2010 წლის 15მარტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში. მემორანდუმი ითვალისწინებს, საბჭოს წევრებისა და  სამინისტროს წარმომადგენლების პერიოდულ შეხვედრებს. ამ შეხვედრების მიზანია ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და საბჭოს წევრებისათვის  სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის გაცნობა.

მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა საბჭოს წევრებს გააცნო სამინისტროს საქმინობა და ესაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეთნიკური უმცირესეობებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლის მთავარი მიზანი ყველა რაიონულ ცენტრში გზის მოწესრიგება და წყლის გაყვანა იქნება. რამაზ ნიკოლაიშვილი დაპირდა საბჭოს წევრებს, რომ 2012 წლის გეგმას გადაუგზავნის საბჭოს  განსახილველად და მათ მიერ მოწოდენულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, როდის მოგვარდება სხვადასხვა კონკრეტულ სოფელში წყლის მიწოდებისა და გზის გაყვანის საკითხები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს მათ რეგიონში  მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე. მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს წევრებისა და სამინისტროს თამამშრომლების შემდეგი შეხვედრა ჯავახეთში გაიმართება, რათა ადგილობრივ მოსახლეობასაც მიეწოდოს სრული ინფორმაცია იქ მიმდინარე პროექტებზე. სამინისტროს ინფორმაციით, ყარსი–ახალქალაქის  რკინიგზის პროექტის მშენებლობაზე 4000 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ 500 ადამიანი.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group