GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

2012 წლის 12 აპრილს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან.

შეხვედრა გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის თავჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრებს მიესალმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, თამარ კინწურაშვილი.

შეხვედრაზე ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს სამინისტროს თანამშრომლებმა წარუდგინეს მოხსენებები  სამინისტროს მუშაობის სხვადასხვა მიმართულებებზე: კერძოდ, მარკეტინგის სამმართველოს უფროსი, ნინო ჩიჩუა სტუმრებს ესაუბრა იუსტიციის სამინისტროს მომავალ გეგმებზე. სამინისტროს ბიზნეს ანალიტიკოსმა, დავით რამაზაშვილმა წარმოადგინა ინფორმაცია ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შესახებ. იუსტიციის სამინისტროში კადრების შერჩევისა და დაქირავების პროცედურები საბჭოს წევრებს გააცნო ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ჯინჭველაძემ. იუსტიციის სახლებთან არსებული ახალგაზრდული სამოქალაქო პროექტების შესახებ ისაუბრა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო გიგაურმა, ხოლო ინფორმაცია დანაშაულისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ წარმოადგინა, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა, ქეთევან ჩომახაშვილმა.

მოხსენებების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე საბჭოს წევრებმა დასვეს არქივიდან დოკუმენტების გამარტივებულად გაცემის საკითხი და სთხოვეს სამინისტროს თანამშრომლებს, ინფორმაცია ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შესახებ ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა, მათ შორის აზერბაიჯანულ, სომხურ და ოსურ ენებზე.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group