GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის განახლებული წარმომადგენლობა მარნეულში

2012 წლის 27 აპრილს მარნეულში სახალხო დამცველის განახლებული ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნა ევროკავშირის დახმარებით გახდა შესაძლებელი, რისთვისაც სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა ევროკავშირის სრულუფლებიან ელჩს, ფილიპ დიმიტროვს გულითადი მადლობა გადაუხადა.

„ქვემო ქართლი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც რეგიონის დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს. აქ სახალხო დამცველის  წარმომადგენლობის სრულფასოვანი ამოქმედება, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გახდეს სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვის მიმართულებით“ – განაცხადა სახალხო დამცველმა და დამსწრე საზოგადოებას ქვემო ქართლში  მისი ახალი წარმომადგენლი, ბატონი მანსურ იუზბაშოვი წარუდგინა.

ევროკავშირის სრულუფლებიანმა ელჩმა, ფილიპ დიმიტროვმა კმაყოფილება გამოთქვა მარნეულში სახალხო დამცველის ოფისის ეფექტურად ამუშავების შესაძლებლობების გამო და სახალხო დამცველის წარმომადგენელს, მანსურ იუზბაშოვს წარმატებები უსურვა ამ საპასუხისმგებლო საქმეში.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები და იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლობის ამუშავება, რეალურად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა უფლებების დაცვასა და ინტეგრაციის პროცესს. თამარ კინწურაშვილმა ოფისს სომბოლური საჩუქარი გადასცა –1789 წელს ამერიკი კონგრესის მიერ დამტკიცებული „სამოქალაქო უფლებათა ბილის“ ასლი.

ოფისის გახსნას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის,  საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრები.

ოფისის გახნის პრეზენტაცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group