GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

კონფერენცია – იერუსალიმის (სიონის) მნიშვნელობა ადრე ქრისტიანული ეკლესიის თეოლოგიასა და საეკლესიო პრაქტიკაში

2012 წლის 6–7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება საერთაშორისო თეოლოგიური კონფერენცია თემაზე „იერუსალიმის (სიონის) მნიშვნელობა ადრე ქრისტიანული ეკლესიის თეოლოგიასა და საეკლესიო პრაქტიკაში“. კონფერენცია ორგანიზებულია რომის კათოლიკე, ევანგელურ–ლუთერული, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიებისა და სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს სახახლო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მხარდაჭერით, აშშ–ის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ ფარგლებში.

იერუსალიმის თემატიკაზე ორგანიზებული კონფერენცია საერთაშორისო თეოლოგიური კონფერენციების ციკლის გაგრძელებაა, რომელიც 2009 წელს დაიწყო თემით: „ასურელი მამები“ და გაგრძელდა 2010 წელს თემით – „კაბადოკიელი მამები“.

ამ წამოწყების მთავარი მიზანს აკადემიური ინტერესებთან ერთად წარმოადგენს ადრექრისტიანული თეოლოგიის საფუძველზე აწყობილი ინტერ–დენომიმინაციურ დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group