GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიური გაერთიანებების აქცია

„ძალადობა შობს შიშს, სპობს, ანადგურებს, ამახინჯებს“, „გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“, „არა ძალადობას“ – ამ შინაარსის პლაკატები ჰქონდათ გამოფენილი 21 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში შეკრებილ ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიისა და კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებს.

 

მათ მდუმარე აქცია გამართეს, რათა პროტესტი გამოეხატათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის ფაქტების მიმართ. „მთავარი ფასეულობა ადამიანი და მისი ღირსების დაცვაა“ – თქვა საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ქორეპისკოპოსმა ილია ოსეფაშვილმა – „პატიმრებს უნდა ჰქონდეთ უფლება ღირსეულად მოიხადონ სასჯელი და დაუბრუნდნენ ოჯახებს და საზოგადოებას. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ვლოცულობთ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ  ჯანსაღი გზით სიარული შესძლოს“.

 

აქციაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცვველთან არსებული ტოლერანტობი ცენტრის წარმომადგენლებმა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group