GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ყურბან–ბაირამი

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ულოცავს ყურბან–ბაირამის დღესასწაულს, რომლის აღნიშვნა წელს 25 ოქტომბრიდან იწყება.

 

ყურბან–ბაირამი მშვიდობის, ადამიანზე მზრუნველობისა და ბოროტებაზე სიკეთის განმარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს მუსლიმები თანადგომას უცხადებენ და თავიანთ წილ საზრდოს უნაწილებენ გარშემო მყოფებს, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა.

 

ყურბან ბაირამი მუსლიმური სამყაროს ერთ–ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულია.

 

ყურბან–ბაირამის დღესასწაული მუსლიმებს საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა. "ჩვენი ქვეყნის ერთიანობა ეფუძნება იმას, რომ საქართველოს კეთილდღეობა თანაბრად ეკუთვნოდეს მისი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა აღმსარებლობის მოქალაქეს" – აღნიშნულია განცხადებაში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group