GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სურბ სარქისის დღესასწაული

წელს 26 იანვარს, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე სარქისს იხსენიებს. სურბ სარქისობა სომეხი ერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და სახალხო დღესასწაულია.

 

სურბ სარქისი მიიჩნევა ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად. დღესასწაულს წინ უძღვის 5 დღიანი მარხვა, ხოლო დღესასწაულის წინა ღამით, ახალგაზრდები მიირთმევენ დამარილებულ კვერს, რათა სიზმარში საქმრო ან საპატარძლო გამოეცხადოთ. ამ დღეს სომხურ ოჯახებში მოხალული ფქვილისგან ფოხინდი მზადდება, რომელსაც სახლის კარის ზღურბლზე დგამენ. ხალხური გადმოცემის თანახმად,ბედნიერების ნიშნად,  ღამით ფოხინდზე ნალის კვალი უნდა დატოვოს წმინდა მხედართმთავარი სარქისის ცხენმა. ამ დღის განსაკუთრებული აღნიშვნის ტრადიცია დამკვიდრდა ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკას სურბ სარქისის ეკლესიაში. მრევლი ღამით იკრიბება და ტაძარში და ახალგაზრდები ერთმანეთს სანთლებს უცლიან, რაც ასევე მომავალი ოჯახური ბედნიერების სიმბოლოს წარმოადგენს.

 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ულოცავს სურბ სარქისის დღესასწაულს.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group