GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საპროტესტო აქცია თურქეთის საელჩოსთან

2013 წლის, 7 მარტს, თბილისში, თურქეთის საელჩოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა გააპროტესტეს.

 

მათ  წაიკითხეს მიმართვა პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომელშიც ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი" "გმობს გადაწყვეტილებას ბათუმში ახალი მეჩეთის შენებლობის შესახებ, ასევე, აჭარაში თურქეთის რელიგიურ-ეკონომიკურ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას და მოითხოვს, ხელისუფლებამ ყველა სერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი აამოქმედოს თურქეთში ქართული კულტურულ-რელიგიური ძეგლების აღსადგენად და დასაცავად. სხვა მსგავს მოთხოვნებთან ერთად, აქციის მონაწილეები, რელიგიური კონფესიების საქმიანობის საზღვარგარეთიდან დაფინანსების აკრძალვასაც ითხოვენ.

 

იგივე შინაარსის მოთხოვნებს აყენებენ, ბათუმის მწერალთა კავშირის წევრებიც დავით თედორაძე, შოთა ძოიძე და ვახტანგ ღლონტი. „ბათუმს კიდევ ერთი მეჩეთი არ სჭირდება“, - ამის შესახებ აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ განაცხადა. როგორც დავით თედორაძემ მწერალთა კავშირში გამართულ დისკუსიაზე თქვა, აჭარაში 119 მეჩეთია და ახალი მეჩეთის მშენებლობა არა რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თურქეთში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ბათუმში მეჩეთი აშენდება.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group