GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან

2014 წლის 19 თებერვალს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან, პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებების დარგში თამარ ჩუგოშვილთან და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

 

რელიგიათა საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იმ ცვლილებების შესახებ, რაც უშუალოდ  რელიგიურ უმცირესობებს  უკავშირდება - კერძოდ: უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის შექმნა, რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს შექმნის შესახებ სამთავრობო დადგენილებები.

 

რელიგიათა საბჭოს წევრებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისგან მოისმინეს, თუ რა მიზანს ემსახურება განხორციელებული ცვლილებები. წარმოდგენილი საკითხების გარშემო გაიმართა დისკუსია.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group