GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

გერტ ჰუმელის ხსოვნის 10 წლისადმი მიძღვნილი საღამო

2014 წლის 15 მარტს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში, მე-20 საუკუნის მიწურულს საქართველოში ლუთერული ეკლესიის ამაღორძინებლისა და წლების მანძილზე ამ ეკლესიის წინამძღვრის, გერტ ჰუმელის ხსოვნის 10 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

 

ეკლესიაში შეკრებილი მისი მეგობრები და სტუდენტები იხსენებდნენ დროს, როდესაც საქართველოსათვის განსაკუთრებით მძიმე წლებში პროფესორმა ჰუმელმა მოახერხა ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის აშენება და აღორძინება, გერმანული თემის გაერთიანება და გაძლიერება, ქართველი სტუდენტების დახმარება, რათა მათ გერმანიაში სწავლის საშუალება მისცემოდათ.

 

გერტ ჰუმელის ღვაწლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახვადასხვა ეკლესიებისა და კონფესიების დაახლოებისა და ტოლერანტობის კულტურის გავრცელების საქმეში.  მის მიერ ჩამოყალიბებული ტოლერანტობის ხუთი ცნება ასეთია: 1.მსურს შევეცადო, რომ ღმერთის უსაზღვრო სიყვარული, რომელიც ჩვენთვის იესო ქრისტეს სახით გაცხადდა, არ შემოვფარგლო და შევზღუდო ჩემი ქრისტიანული რწმენით. 2. მსურს შევეცადო, რომ ამ სიყვარულის გამათავისუფლებელი შეტყობინება მოყვასობით განვახორციელო ყველგან და ყოველთვის, სადაც ამის კეთება შემიძლია. 3. მსურს შევეცადო, რომ ღმერთის უსაზღვრო სიყვარული სხვა ქრისტიანულ ეკლესიებში და რელიგიურ გაერთიანებებშიც აღმოვაჩინო და მათ აქტიური ტოლერანტობის  მაგალითი მივცე. 4. მსურს შევეცადო, რომ პატივი ვცე სხვა რელიგიის წარმომადგენლების რწმენას და მათგან ვისწავლო კიდეც ახალი. 5.მსურს შევეცადო, ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ რაიმე რელიგიური რწმენა, სამართლიანად მოვექცე და მათი ადამიანური ღირსება არ შევლახო. იგი ამ ცნებებს მისი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად  იცავდა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group