GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანგარიში

2014 წლის 18 მარტს სასტუმრო ამბასადორში სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარუდგინა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.

 

შეხვედრა გახსნეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთი ციხელაშვილმა და სახალხო დამცველის მოადგილემ, პაატა ბელთაძემ.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა, თინა ღოღელიანმა გააკეთა 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების პრეზენტაცია. ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group