GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს სახალხო დამცველი ეზიდურ თემს ახალი წლის დღესასწაულის კლოჩე სარე სალის დადგომას ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ეზიდურ თემს კლოჩე სარე სალის დღესასწაულს ულოცავს. კლოჩე სარე სალი განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.

 

ტრადიციულად,  დღესასწაულის წინა საღამოს ოჯახის დიასახლისი საახალწლო ნამცხვარს, კლოჩს აცხობს, რომელშიც მძივის ერთი ბურთულაა დამალული. მეორე დილას ოჯახის უფროსი კლოჩს შვიდი წმინდანისა და ოჯახის წევრების სახელზე ჭრის. თუკი რომელიმე წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერში აღმოჩნდება მძივის ბურთულა, ის წმინდანი ამ წელს ოჯახის მფარველი იქნება, ხოლო თუ მძივის ბურთულას ოჯახის წევრთა სახელზე განკუთვნილ ნაჭერში აღმოაჩენენ, მაშინ  ოჯახის  ეს წევრი წლის მეკვლე ხდება.

 

კლოჩის დაჭრის ტრადიცია დასაბამს ძველი გადმოცემიდან იღებს – როდესაც ლალიშში (ეზიდდა რელიგიური ცენტრი, ერაყის ქურთისტანი) წმინდა შეიხები შეიკრიბებნენ,  კლოჩში მძივის ბურთულას ჩააგდეს და ის, ვისაც მძივის ბურთულა შეხვდა, მთავარი შეიხი გახდა.

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group