GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველი ასურელ თანამოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს

1 აპრილს, ჩვენი ასურელი თანამოქალაქეები ახალ 6764 წელს აღნიშნავენ.  მინდა გულით მივულოცო მათ ეს დღესასწაული! უძველეს დროიდან ასურელები აღნიშნავენ ახალ წელს გაზაფხულზე, როდესაც იღვიძებს ბუნება. ახალი წლის (აკიტუ - ხა ბ-ნისან) აღნიშვნა განსაზღვრულია მათი წინაპრების ტრადიციებით და დაკავშირებულია შუამდინარეთის ხალხთან.

 

ასურელებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა, მას შემდეგ დავიწყებას მიეცა ყველა წარმართული ტრადიცია, დაკავშირებული ღვთაებებთან. ახალი წელი შეიძლება ითქვას ერთ-ერთი შემორჩენილი იმ უძველესი დღესასწაულთაგანია, რომელსაც მთელი მსოფლიოს ასურელები ერთად აღნიშნავენ. დღეს ასურელებს არ აქვთ ნაციონალური სახელმწიფო, ამ პირობებში მით უფრო ძნელია შეინარჩუნო რაიმე ძველი ტრადიცია, მითუმეტეს არაქრისტიანული. ამის მიუხედავად საქართველოს ასურელები პატიოსნად ახერხებენ შეინარჩუნონ თავიანთი ტრადიციები და ადათ-წესები.

 

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ასურელებს ახალი წლის დადგომას და ვუსურვებ სიკეთესა და მშვიდობას!

 

ხავ, ბრიხა რიშა დ შიტა ხატა! – ბედნიერი იყოს თქვენთვის ეს ახალი წელი!

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group