GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის დებატები - „გამოწვევები შემწყნარებლობის გზაზე“

27 ივნისს,საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა დებატები თემაზე  - „გამოწვევები შემწყნარებლობის გზაზე“. დებატები ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით, ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის გაძლიერება“ ფარგლებში. დებატების ძირითადი მიზანი იყო რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და სხვა ტიპის უმცირესობების წინაშე მდგარ გამოწვევებზე მსჯელობა. მსჯელობისას ასევე განიხილეს რასობრივ და გენდერულ თემასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

დისკუსიის ძირითდი მომხსენებლები იყვნენ: სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი, რომელმაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის ბოლო წლების ტენდენციები მიმოიხილა, ევანგელურ-ბაპტისტური  ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი, რომლის მოხსენების ძირითადი აქცენტი ეროვნული ნარატივის ცვლილების და იმგვარი ნარატივის შექმნის აუცილებლობას  ეხებოდა, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწოუფლებიანია, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის თავჯდომარე, შალვა  ტაბატაძე, რომელმაც განათლების სისტემაში, ტოლერანტობის კულტურის ამაღლების თვალსაზრისით, სერიოზული რეფორმების დაწყების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის კონსულტანტი ქალთა უფლებებზე, ანა ლობჟანიძე, რომელმაც ლგბტ საკითხებზე სახალხო დამცველის მოხსენების ძირითად ასპექტებზე იმსჯელა. დისკუსიაში მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეს, გედევან ფოფხაძეს, თუმცა იგი დებატებს არ დასწრებია.

 

ღონისძიებას მოდერატორობას უწედა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისხელმძღვანელი, ეკა აღდგომელაშვილი.

 

დებატებში მონაწილეობა მიიღეს საქაღთველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ, შინაგან საქმეთა  და მეცნიერებისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა, სტუდენტებმა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა.

 

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group