GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირების ვიზიტი საქართველოს სახალხო დამცველთან

2011 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა უმასპინძლა ეზიდთა უმაღლეს სასულიერო პირებს ერაყიდან. დელაგაციას ხელმძღვანელობდა შეიხანის და მსოფლიო ეზიდთა ემირი, თასინ ბეგი. ეზიდთა სულიერმა ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოში ეზიდთა თემის უფლებები და მდგომარეობა დაცულია. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს სახალხო დამცველსა და სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების მხარდაჭერისათვის. ამ ცვლილებების შედეგად, ეზიდთა რელიგიურმა გაერთიანებამ რეგისტრაცია გაიარა. ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პოლიტიკა უმცირესობათა მიმართ სამაგალითო უნდა გახდეს იმ ქვეყნებისათვის, სადაც ეზიდები ცხოვრობენ. საქართველოს სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა მაღალი რანგის სტუმრებს სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებული ვიზიტისათვის და ისაუბრა მისი უწყების როლზე საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობათა უფლებების დაცვის საქმეში. მან ასევე ხაზი გაუსვა ეზიდთა მიერ შეტანილ წვლილს ქვეყნის წარსულსა და აწმყოში და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ეზიდური თემის განვითარებას საქართველოში. საქართველოს სახალხო დამცველმა ეზიდთა უმაღლეს სასულიერო პირებს საჩუქრად გადასცა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული ენციკლოპედია „რელიგიები საქართველოში“, სადაც ვრცლადაა მოცემული ინფორმაცია ეზიდური რელიგიის შესახებ. ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირების ვიზიტი საქართველოში 26 სექტემბრამდე გასტანს. ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ ეზიდური მრევლის მოსანახულებლად; გარდა ამისა, სქართველოში არსებული ეზიდური თემი მათ სულიერ ლიდერებთან იმსჯელებს საქართველოში ეზიდთა კულტურული ცენტრის დაარსების შესაძლებლობაზე, რომლის მიზანიც იქნება ეზიდური კულტურისა და რელიგიის შენარჩუნების ხელშეწყობა და ეზიდი ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საქმიანობაში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group