GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება სურბ მინასის ტაძრის დაზიანებასთან დაკავშირებით

2014 წლის 19 სექტემბერს, თბილისში მე 18-ე საუკუნის მიწურულს აგებული  სურბ მინასის ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა. ეკლესია გელათის ქუჩა №13–ში მდებარეობს.


სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სწრაფად და ეფექტურად გადაწყვიტოს თბილისში ხუთი და ახალციხეში ერთი სომხური წარმომავლობის ე.წ. „სადავო“ ეკლესიების საკითხი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლები დაუბრუნდეს მათ ისტორიულ მეპატრონეს.


გარდა ამის,  სახალხო დამცველი მოუწოდებდა მთავრობას, ყველაფერი ეღონა, რათა ძეგლები არ დაზიანებულიყო და მათზე კონსერვაცია/რესტავრაციის პროცესი დაწყებულიყო.


ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თოთოეული ამ ძეგლის მდგომარეობა დამძიმდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი სრული დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2009 წელს ჩამოიქცა სურბ გევორგის ეკლესის გუმბათი და კედლები, 2012 წელს ჩამოინგრა სურბ ნშანის ეკლესიის სვეტი და შესასვლელი.


შეშფოთებით უნდა აღინიშნოს რომ, დაპირების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას არ განუხორციელებია შესაბამისი აღდგენა-შენახვითი სამუშაოები, რამაც ეს სავალალო შედეგები გამოიწვია.


სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ  მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს დროული და ეფექტური ზომები, რათა  კულტურის მემკვიდრეობის ძეგლები დაიცვას  დაზიანება-დანგრევისგან და დაიწყოს ე.წ. „სადავო“ ეკლესიების საკითხის გადაჭრა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group