GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საჯარო დებატები: ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა

2014 წლის 28 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად საჯარო დებატები გამართა ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. დებატებზე მოხსენებები წარმოადგინეს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა კობა ჩოფლიანმა; სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა; სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა იზაბელა ოსიპოვამ. დისკუსიას მოდერაცია სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაუწია.


დებატებისას ეროვნულ უმცირესობათა ერთ–ერთ მთავარ პრობლემად განათლების ხელმისაწვდომობა დასახელდა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საჯარო სკოლებთან სკოლამდელი განათლების ცენტრების ჩამოყალიბებას, რომლებიც ამასთანავე სახელმწიფო ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის, როგორც სასწავლო ენის ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში, სასწავლო გეგმის დამტკიცება და სახელმძღვანელოებზე მუშაობის დაწყება.


კონკრეტული რეკომენდაციები იყო წარმოდგენილი მასწავლებელთა გადამზადებასა და სერტიფიცირებაზე, უმაღლეს განათლებასა და მისაღები გამოცდების ტესტების ოსურ ენაზე გამოცემის საკითხზე.


გამოწვევად რჩება ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მერიასა და საკრებულოს წევრთა შორის არ არიან ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები.


მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობების ენებზე მაუწყებლობას, რეგიონებში კვლავ ინფორმაციული ვაკუუმია და მოსახლეობა ახალ ამბებს ინტერნეტით, და ძირითადად სხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებებით იღებს.


ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, სახალხო დამცველი ეროვნული უმცირესობებისთვის სპეციალური საინფორმაციო მასალის დაბეჭდვას მიიჩნევს აუცილებლად.


დისკუსია შეეხო კულტურულ მემკვიდრეობას, უმაღლეს განათლებასა და შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის იმპლემენტაციას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო სტრატეგიის განხორცილებაში ყველა დაინტერესებული ჯგუფი უნდა იყოს ჩართული.


სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, განათლების მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა კონკრეტული პროგრამები, რომელთა ნაწილსაც სამინისტრო უკვე ახორციელებს, ნაწილი კი მომდევნო წლების გეგმაშია ასახული.


დებატებზე აღინიშნა, რომ უახლოეს ხანებში დაგეგმილია ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრების შეხვედრები პრემიერ–მინისტრთან და თბილისის მერთან.


დებატები ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის მხარადაჭერის“ ფარგლებში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 15 მარტი

კლოჩე სარე სალე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group