GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ოსლოს კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრა რელიგიათა საბჭოსთან

2015 წლის, 13 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდნენ ოსლოს კოალიციის წარმომადგენელი, დაგ ნიგარდი და საერთსშორისო სამართლისა და რელიგიების საკითხების ექსპერტი, ჯერემი განი. საქართველოში მათი ვიზიტის მიზანი იყო რელიგიის თავისუფლების საკითხების შესწავლა, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან დაკავშირებული თემატიკის გაცნობა და საქართველოში რელიგიის სფეროში არსებული კანონმდებლობის და მიმდინარე პროცესების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

დაგ ნიგარდსა და ჯერემი განს რელიგიათა საბჭოს წევრებმა გააცნეს საქართველოში მიმდინარე პროცესები რელიგიის თავისუფლების დაცვის ჭრილში. მათ ისაუბრეს კანონმდებლობაში არსებულ იმ რამდენიმე დისკრიმინაციულ ნორმაზე, რომელიც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს საკუთრების შეძენისა და გადასახადების გადახდის კუთხით. საუბრის მიზანი იყო კონკრეტული გზებისა და რეკომენდაციების დასახვა, რომლებიც საქართველოში რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული გარემოს აღმოფხვრას შეუწყობს ხელს და ყველა რელიგიურ გაერთიანებას თანაბარ პირობებში ჩააყენებს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group