GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს აზერბაიჯანლების სამოქალაქო ინტეგრაცია

2011 წლის 18 ნოემბერს, სასტუმრო „ვერე პალასში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „საქართველოს აზერბაიჯანლების სამოქალაქო ინტეგრაცია  – არსებული ვითარება და მომავლის პერსპექტივები“.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და  ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მუბარის კარაევი, დეპუტატი რამინ ბაირამოვი, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი შოვგი მეჰდიზადე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კობა კობიაშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ბასილაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და ადგილობრივი რესურს–ცენტრების წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ტატა ხუნწარიამ.

ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა ზაურ ხალილოვმა და უფლებადამცველმა ფარხად მუსაევმა. მრგვალ მაგიდაზე ასევე განხილულ იქნა განათლების, კულტურული თვითმყოფადობის, დასაქმებისა და რელიგიური საკითხები. 

მოხსენებებით გამოვიდნენ:  “საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდთა კავშირის”,  კავშირის “სამოქალაქო აქტივობა”, „საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის ფორუმის“, „აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის“ აზერბაიჯანული თეატრის და „საქართველოს აშუღთა კავშირის“ წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აზერბაიჯანული თემის წინაშე მდგარი პრობლემების დასაძლევად და მათი სამოქალაო ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის, სახელმწიფო უწყებებისადმი მომზადდება რეკომენდაციათა პაკეტი.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group