GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2016 წლის 20 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველის მოადგილეებთან პაატა ბელთაძესთან და ნათია კაციტაძესთან.

 

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს ასახული სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენების რელიგიის თავისუფლების ნაწილში. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სახელმწიფო უწყებებისადმი მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენისა და ადვოკატირების მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო საბჭოსა და სახალხო დამცველს შორის არსებული თანამშრომლობის მარეგულირებელი დებულების განახლების საკითხებს. საბჭოს წევრებმა სახალხო დამცველის მოადგილეებთან და ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებთამ ერთად იმსჯელეს, რა ცვლილებები შეიტანონ დებულებაში იმისათვის, რომ საბჭოს საქმიანობა უფრო ქმედითი და ეფექტური გახდეს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group