GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სამუშაო შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფებთან ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით

ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა, დღეს ცესკოში გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროექტი წარუდგინა, რომელიც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ბათუმის შესაბამისი მაჟორიტარული ოლქების  საზღვრებს ასახავს.


სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრები და ცესკოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფი (რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები წევრიანდებიან), ასევე დეტალურად გაეცნენ ცესკოს მიერ სპეციალურად მომზადებულ ინფორმაციას საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ,  რომელთა მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები დადგინდა.

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის კანონით უკვე დადგენილია 43 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები; ხოლო თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და კანონით განსაზღვრული შესაბამისი ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს ადგენს ცესკო. კანონმდებლობის მიხედვით, ცესკომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები უნდა შექმნას და მათი საზღვრები და ნომრები განსაზღვროს არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group