GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის „მედია სტანდარტები და ტოლერანტობის კულტურა “

2016 წლის, 20-22 მაისს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებითა და სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა აკადემიის ჩართულობით, გაიმართა სემინარზე ჟურნალისტებისათვის „მედია სტანდარტები და ტოლერანტობის კულტურა “.

 

სემინარზე მედია ექსპერტები ზვიად ქორიძე და ქეთი მსხილაძე ჟურნალისტებთან ერთად იხილავდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მედიიდან წამოსული სტრერეოტიპები და სიძულვილის ენა, დისკრიმინაციული გაშუქება და ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხები მედიაში.

 

ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვიმა წაიკითხა მოხსენება „ტოლერანტობის კულტურა და რელიგიის თავისუფლება“, ხოლო ცენტრის თანამშრომლებმა კობა ჩოფლიანმა და ბელა ოსიპოვამ ჟურნალისტებთან ისაუბრეს ეროვნული უმცირესობების და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემატიკაზე. სემინარზე ასევე გაიმართა ვებ-გვერდის www.tolerantoba.ge პრეზენტაცია და ტოლერანტობის ცენტრის მიერ გადაღებული მცირე დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

 

ღონისძიება ჩატარდა, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group