GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის ვიზიტი აჭარაში

16-18 მაისს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები და რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრები სამუშაო ვიზიტით აჭარაში იმყოფებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო აჭარაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობისა და მუსლიმთა წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა.

 

მუსლიმი თემისთვის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი კვლავ მთავარ  და ამ დრომდე გადაუჭრელ საკითხად რჩება. როგორც ცნობილია, ბათუმში მხოლოდ ერთი მოქმედი მეჩეთია, რომელიც მლოცველებს ვერ იტევს და ასეულობით ადამიანს ღია ცის ქვეშ უხდება ლოცვა. სწორედ ამიტომ, ანალიტიკური ჯგუფის პირველი შეხვედრა „ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფთან“ გაიმართა. ჯგუფმა 12 ათასი ხელმოწერა შეაგროვა და მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართა, თუმცა მათი მოთხოვნა დღემდე დაუკმაყოფილებელია.

 

ანალიტიკურმა ჯგუფმა შეხვედრა გამართა ასევე ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან და მათთან ერთად იმსჯელა აჭრაში რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებულ პრობლემებზე, საჯარო სამსახურსა და სკოლებში არსებულ დისკრიმინაციულ გარემოზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

ტოლერანტობის ცენტრისა და ანალიტიკური ჯგუფის წევრებმა ასევე მოინახულეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული მუსლიმ მოსწავლეთა ძველი და ახალი პანსიონები. ძველი პანსიონი 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მასში მხოლოდ 13 ადგილია. შესაბამისად, ქობულეთში ახალი პანსიონის გახსნა გახდა საჭირო. 2014 წლის სექტემბერში ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ მუსლიმ თემს არ მისცა საშუალება, გაეხსნათ პანსიონი. მათ გადაკეტეს შესასვლელი გზა, ხოლო შენობის კარზე ღორის თავი მიამაგრეს. ადგილზე შეკრებილმა სამართალდამცველებმა არ უზრუნველყვეს მუსლიმი მოქალაქეების უფლებების დაცვა. მუსლიმ თემს ამ დრომდე, სრულიად უკანონოდ, არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს საკუთარი შენობით.

 

შეხვედრა გაიმართა ასევე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებთან. ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებს და რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრებს დასავლეთ საქართველოს მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ ახალ სამუფთო რეზიდენციაში უმასპინძლა.

 

ანალიტიკური ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს აჭარის ქრისტიანული რელიგიური გაერთიანენების წარმომადგენლებთან. შეხვედრა ბათუმის კათოლიკე ეკლესიაში გაიმართა.

 

2013 წლიდან რელიგიათა საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით ირჩევს საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის 5 წევრს. ანალიტიკური ჯგუფის მიზანია, დააკვირდეს რელიგიის თავისუფლებასთან და ტოლერანტობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, საბჭოსთვის შეიმუშაოვის შესაბამისი წინადადებები და შესთავაზოს განსახილველად. წლევანდელი ანალიტიკური ჯგუფის წევრები არიან: ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელი ლელა ხონელიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელი გიორგი ცხომელიძე და  მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესიის წარმომადგენელი ბორის ჭარაია.

 

 

 

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group