GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

იომ-ქიფურის მილოცვა

იომ-ქიფური - „მიტევების დღე“, „გამოსყიდვის დღე“ - იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაულია. ამ დღესასწაულის უმთავრესი მიზანი განვლილი წლის გაანალიზება და დანაშაულის მონანიებაა. ყოველ შემოდგომაზე, როშ ჰაშანას გასვლიდან მეათე დღეს, ყველა ებრაელი ყოველგვარ საქმიანობას აჩერებს და მარხულობს.

 

25 საათიანი მარხვა მზის ჩასვლიდან იწყება და მომდევნო საღამოს სრულდება. 2016 წელს იომ-ქიფური 11 ოქტომბერს დაიწყო და 12 ოქტომბრის საღამომდე გაგრძელდა.

 

საქართველოს სახალხო დამცველი ებრაელ ხალხს ამ დიდ დღესასწაულს ულოცავს და მხნეობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group