GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის ვიზიტი ქუთაისსა და ბათუმში

 

2017 წლის, 10-12 მაისს რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრები და ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები ქუთაისის და ბათუმის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდნენ, ამ ქალაქებში რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული გამოწვევების ადგილზე შესასწავლად.

 

ქუთაისის კათოლიკე მრევლის საწუხარი წლების განმავლობაში უცვლელი რჩება: მათ, მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპისკოპატის მხრიდან განსაკუთრებული უფლების მინიჭების გარეშე, ქუთაისის ყოფილ კათოლიკე ტაძარში ლოცვის უფლებაც არ აქვთ, გართულებულია შეთანხმების მიღწევა, ეკლესიის მიმდებარე ისტორიულ სასაფლაოზე ცნობილი კათოლიკე წინამძღრის დამინე სააკაშვილის ბიუსტის დადგმის თაობაზე. როგორც ადგილობრივი კათოლიკე მრევლის წარმომადგენლები ამბობენ: „ქუთაისში ყველანაირად ცდილობენ კათოლიკური კვალი წაიშალოს, არადა, კათოლიკური კულტურული ტრადიციის გავლენა ძალიან დიდია ამ მხარეზე, ჯერ მხოლოდ ზაქარია ფალიაშვილისა და მარიამ ყაუხჩიშვილის სახელი რად ღირს. ვერც ერთხელ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ადგილობრივი ტელევიზიის მეშვეობით ეს საკითხები გაშუქდეს. მერიაც ძალიან მძიმედ მოდის თანამშრომლობაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოციალური პროექტები, ჩვენი, კარიტასის დაფინანსებით ხორციელდება.“

 

ბათუმში ანალიტიკური ჯგუფის წევრები და ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები აჭარის ტელევიზიის განვითარებისა და საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე შეთანხმდნენ.

 

აჭარაში ადვენტისტური ეკლესიის სასულიერო პირებთან შეხვედრისას საბჭოს წევრებმა, აჭარაში ადგილობრივი საბჭოს შექმნის და გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

ყველაზე მწვავდე დღეს აჭარაში მუსლიმების წინაშე არსებული პრობლემები დგას. 11 მაისს, აჭარის მერიის გადაწყვეტილებით, მუსლიმ თემს უარი ეთქვა მათ მიერ შეძენილ მიწაზე მეჩეთის აშენების უფლებაზე; იმავე დღეს ცნობილი გახდა რელიგიის საქმეთა სააგენტოსთან არსებული კომისიის გადაწყვეტილების შესახებ, რომელის თანახმადაც მოხეს ისტორიული მეჩეტის შენობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის ბალანსზე გადავა და მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭება, ხოლო ადგილობრივ მუსლიმებს ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწას გამოუყოფენ.

 

ვიზიტი განხორციელდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group