GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაცია

2017 წლის 15 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა უმასპინძლა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაციას. რელიგიათა საბჭოს წევრები რეკომენდაციებზე, რომელთა ადრესატები სახელმწიფო უწყებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედიაორგანიზაციები არიან, 2016-2017 წლების მანძილზე მუშაობდნენ.

 

რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში ასახულია საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია ამ გამოწვევის გადაჭრის შესაბამისი წინადადებები, მათ შორისაა, შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობა და არაეფექტური გამოძიება, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, სიძულვილის ენა, სახელმწიფოს არანეიტრალური რელიგიური პოლიტიკა რელიგიის საკითხთა სააგანტოს საქმიანობის კონტექსტში, საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობის აუცილებლობის საკითხი, რელიგიური უმცირესობებისათვის  საკულტო ნაგებობზე მშენებლობის უფლების მიცემის არასათანადო პრაქტიკა, ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ. რელიგიათა საბჭო რეკომენდაციებით მიმართავს მედიასაც, რათა უფრო კვალიფიციურად და მეტი პროდუქტლობით მოხდეს რელიგიური მრავალფეროვნების ასახვა და თავიდან იქნას არიდებული ქსენოფობური გაშუქება.

 

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის აუცილებლობაზე. მან წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ წლების მანძილზე სახალხო დამცველისა და რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ სრულდება და ზოგიერთი მიმართულებით ვითარება გაუარესებულიც არის. სახალხო დამცველმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტურად გამოძიების აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს.

 

პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის სახელით, მიესალმა გაეროს ასოციაციის ხელმძღვანელი, რამაზ აფციაური.

 

 ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა მადლობა გადაუხადა რელიგიათა საბჭოს წევრებსა და იმ ექსპერტებს, რომლებიც რეკომენდაციების შემუშავებაში იყვნენ ჩართული. რეკომენდაციებზე მუშაობისას საბჭოს მხარს უჭერდნენ იურისტები: თამთა მიქელაძე და გიორგი მშვენიერაძე, ასევე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები თათული თოდუა, ქეთევან შუბაშვილი, ნინო სულამანიძე და თემურ ქორიძე; განათლების მიმართულების საკითხებზე საბჭოსთან ერთად მუშაობდა განათლების საკითხების მკვლევარი სოფიო ზვიადაძე, ხოლო მედია მიმართულებით, მედია-მკვლევარები: თამარ კინწურაშვილი და ზვიად ქორიძე.

 

პრეზენტაციაზე, რეკომენდაციებში ასახული პრობლემური საკითები და მათი გადაჭრის გზები წარადგინეს ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომელმა მარიამ ღავთაძემ და  რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრებმა: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელმა გიორგი ცხომელიძემ, სახარებისეული რწმენის ეკლესიის (ორმოცდაათიანელთა) წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ, მუსლიმთა კავშირის თავჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ და ადვენტისტური ეკლესიის ხუცესმა ბორის ჭარაიამ.

 

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სახელმწიფო უწყებების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რელიგიათა და ეთნიკური საბჭოს წევრები.

 

ღონისძიება ჩატარდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.

 

რეკომენდაციები

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group