GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტავაფა ეზიდი - ეზიდთა ტაძრის დღესასწაული

11 ივნისს, თბილისში ეზიდთა ტაძრის დღესასწაული - ტავაფა ეზიდი იზეიმეს. ეზიდთა ტაძარი, რომელიც ერთადერთია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე, 2012 წელს დაარსდა ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ. მშენებლობა დაიწყო 2013 წლის გაზაფხულზე და ორი წელი გაგრძელდა. 2015 წლის 16 ივნისს ჩატარდა ტაძრის საზეიმო გახსნა.

 

ტაძარი ეზიდური ტაძრების სტილისათვის დამახასიათებელ გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის მთავარი კარიბჭე, ლალიშის ტაძრიდან გადმოღებული ეზიდური ორნამენტებით არის მორთული. ტაძართან არსებობს კულტურის ცენტრი, სადაც განთავსებულია ეზიდური ბიბლიოთეკა და არქივი. წელს ეზიდმა თემმა საქართველოში ტაძრის გახსნის 3 წლისთავივ იზეიმა. საზეიმო რიტუალს ესწრებოდდნენ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ეზიდური თემის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group