GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რუკა- ”მულტიკულტურული საქართველო”

2011 წლის 2 დეკემბერს, საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ “მრავალეროვანმა საქართველომ” გამართა, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული, რუკის - “მულტიკულტურული საქართველო” პრეზენტაცია, რომელზეც დატანილია საქართველოში ისტორიულად მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის კულტურული, ისტორიული და არქიტექტორული ძეგლები; უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენები და ბრძოლები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს მონაწილეობით; ხელოვნების ნიმუშები და ტრადიციული გამოხატვის ფორმები. რუკაზე მუშაობა 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა ისტორიკოსების, ეთნოგრაფებისა, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. მუშაობის შედეგად გამოიკვეთა 500-ზე მეტი ძეგლი, რომელთაგან 130 შემდგომში რუკაზე იქნა დატანილი, მათ შორის საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისა და კონფესიების არქიტექტურული ძეგლები, ასევე 14 ქართული და 23 სხვა ეთნიკური ჯგუფის ტრადიციული ტანისამოსი. პროექტი მხატვრულად გააფორმეს მხატვრებმა ირენა ოგანჯანოვამ და ბრუნო ვეფხვაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტურქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისისა და ეთნიკური სათვისტომოების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა გიუნტერ ბეხლერმა, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის დირექტორმა ბ-ნმა ტომ ტრიერმა და “მრავალეროვანი საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ბ-ნმა დიმიტრი ცერცვაძემ. უახლოეს მომავალში ორგანიზაციის მიერ იგეგმება რუკის ბეჭდური ვერსიის გამოცემა, რომელიც გავრცელდება ტურისტულ სააგენტოებში, სასტუმროებში, საელჩოებსა და ა.შ. ორგანიზაცია ასევე აპირებს რუკის თანმდევი მეგზურის გამოცემას, რომელშიც შევა დეტალური ინფორმაცია მასზე გამოსახული ობიექტების შესახე

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group