GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

შეხვედრა უზენაეს სასამართლოში

2017 წლის, 17 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, თანასწორობის დეპარტამენტისა და სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტმაენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსი სანდრო ჯორბენაძე. შეხვედრის მიზანს უზენაესი სასამართლოსთვის რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა წარმოადგენდა.

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები სასამართლო ხელისუფლების მიმართ ამგვარი შინაარსისაა: „რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების საქმეების განხილვისას, სასჯელის დანიშვნისას, საერთო სასამართლოებმა გამოიყენონ სისხლის სამართლის კოდექსის 531 -ე მუხლი,  რომლის მიხედვითაც შეუწყნარებლობის (მათ შორის რელიგიური) მოტივი დანაშუალის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება; სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლის შესაბამისად აწარმოოს დეტალური და სრული სტატისტიკა“.

 

საბჭოს რეკომენდაციები ასევე შეეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, კერძოდ:  „მოსარჩელის მიერ რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნის შემთხვევაში გამოიყენოს დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების მიერ დადგენილი პრაქტიკა და სტანდარტები; უზრუნველყოს დისკრიმინირებული ჯგუფებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათ შორის: ამ საკითხებზე სასამართლო კორპუსის სისტემატური გადამზადებით - იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროგრამებში შესაბამისი საკითხების სათანადო ასახვით“.

 

უზენაესმა სასამართლომ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქალაქო/რაიონული სასამართლეობის მიერ 2016 წელს მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებში სსკ-ის 531 -ე მუხლით გათვლისწინერბული შეუწყნარებლობის მოტივი გამოყენებული იყო 5 შემთხვევაში, აქედან 3 შემთხვევაში საქმე ეხებოდა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს. სასამართლოს ინფორმაციით, ბოლო 2 წლის მანძილზე დაწყებულია ამგვარი საქმეების სტატისტიკური აღრიცხვა და ამ მიმართულებით მომავალში პრობლემები აღარ იარსებებს.

 

 

იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელმა, დავით ჯაიანმა ისაუბრა მოსამართლეთა კორპუსის გადამზადების პროგრამებზე, რომელშიც გათვალისწინებულია დისკრიმინაციისა და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის საკითხებიც.  ტოლერანტობის ცენტრის, რელიგიათა საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ სატრენინგო მოდულებში რელიგიის თავისუფლების საკითხების დახვეწისა და გაფართოების მიზნით.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ეკატერინე გასიტაშვილის შეფასებით, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან ამ კუთხით კოორდინირებული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც დისკრიმინაციის საკითხებს შეეხება, უფრო მეტად დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტს.

 

 

***

 

2016-17 წლების მანძილზე, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიგათა საბჭომ მოამზადა რეკომენდაციების ნუსხა, რომლის ადრესატი, სახელმწიფო უწყებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედიაა. რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა სახელმწიფო უწყებებს და მოითხოვა შეხვედრები საბჭოს რეკომენდაციების გაცნობისა და მსჯელობის მიზნით.

 

2017 წლის ივლისიდან დღემდე ამ ფორმატში გაიმართა შეხვედრა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლებთან, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group