GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნული უმცირესობების საბჭოს სამუშაო შეხვედრა ტოლერანტობის ქომაგების გამოსავლენად

2017 წლის 25 ოქტომბერს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

სამუშაო შეხვედრაზე დამსწრეებმა იმსჯელეს 2017 წელს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ტოლერანტობის ქომაგების არჩევაზე. ტოლერანტობის ქომაგებს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები ყოველწლიურად ირჩევენ. საბჭოს წევრები სხვადასხვა ნომინაციაში ქომაგად ავლენენ იმ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას საქართველოში.

 

ტოლერანტობის ქომაგებს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი 2016 წლის 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაასახელებენ.

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group