GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რაულ ვალენბერგი

 მოამზადა დათო ბარბაქაძემ

 

საიდუმლოებით მოცულ იმ საქმეებს შორის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებულ ცნობილ პიროვნებებს უკავშირდება, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და აქტუალურია შვედი დიპლომატის, რაულ ვალენბერგის საქმე. ინტენსიური კვლევა-ძიების მიუხედავად, დღემდე ბურუსით არის მოცული იმ ადამიანის გარდაცვალების დეტალები, რომლის აქტივობამაც ათიათასობით ებრაელის სიცოცხლე იხსნა.

დიტრიხ  ბონჰიოფერი

დავით ბარბაქაძე

 

1945 წლის გაზაფხულზე მსოფლიოში უკვე ცნობილმა თეოლოგმა დიტრიხ ბონჰიოფერმა, რომელმაც იცოდა, რომ ნაცისტები სიკვდილის განაჩენს გამოუტანდნენ, ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გაცნობილ ბრიტანელ ტყვეს, პეინ ბესტს, სთხოვა, თუ ამ უკანასკნელს სამშობლოში დაბრუნება ეღირსებოდა, ბონჰიოფერის უახლოესი მეგობრისთვის, ინგლისის ეკლესიის ეპისკოპოს ჯორჯ ბელისთვის (1883-1958) გადაეცა შემდეგი სიტყვები: „ჩემთვის ეს დასასრულიც არის და დასაწყისიც. მეც მასავით მწამს, რომ ჩვენი საყოველთაო ქრისტიანული ძმობის პრინციპი ყველა ნაციონალურ ინტერესზე აღმატებულია და რომ ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“.

იაკობ გოგებაშვილი თანამედროვე პერსპექტივიდან

თეონა ბექიშვილი

  

საუბარი ლიბერალიზმზე, ქალთა უფლებებზე, თანასწორობაზე, ინტერნაციონალიზმზე,  დღეს რომ ლამის სალანძღავ სიტყვებად აქცია  პრესისა და საზოგადოების, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანმა ნაწილმა, საქართველოში მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო. ქართველი მოქალაქის შექმნა სწორი ღირებულებებით, შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით სამოციანელთა მთავარი ამოცანა გახლდათ. მათი დანატოვარის, განსაკუთრებით პუბლიცისტიკის გადახედვისას ჩნდება შეგრძნება, რომ ისევ იქ ვართ, იმ საუკუნეში, იმავე სიბნელეს ვებრძვით და ვერც ვებრძვით. მათი შრომა თითქოს წყალში გადაყრილია. საუკუნე და მეტიცაა გასული და ბევრი ელემენტარული ჭეშმარიტება ისევ დასაცავია, თანამედროვე ქართველიც - ისევ აღსაზრდელი. თერგდალეულებმა  თავიანთი საუკუნე იხსნეს. ტრაგიკული წყვეტის გამო, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოც სახსნელია. რაც მთავარია, ბევრი რამ ახლო ისტორიიდან თავიდანაა გასააზრებელი.

ალბერტ შვაიცერი

დავით ბარბაქაძე


„ერთადერთი, რაც სიცოცხლეში მნიშვნელოვანია, სიყვარულის ის ნაკვალევებია, რომლებსაც ამ ქვეყნიდან ჩვენი წასვლის მერე ვტოვებთ“, - ამ სიტყვების ავტორმა, გერმანელმა თეოლოგმა, ეთიკოსმა, ექიმმა, ორღანისტმა და ბახის უდიდესმა ინტერპრეტატორმა ალბერტ შვაიცერმა არა მხოლოდ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ღრმა და უნივერსალური ეთიკური მოძღვრება შექმნა, არამედ თავად იქცა ამ მოძღვრების მნიშვნელობის ცოცხალ მაგალითად. შვაიცერისთვის უცხო იყო ინტელექტუალური და ყოფითი ცხოვრების ერთმანეთისგან განცალკევება. ეს ადამიანი ცხოვრობდა და მოქმედებდა ზუსტად ისე, როგორც ფიქრობდა და აზროვნებდა.

 

დესმონდ ტუტუ - სამართლიანობისთვის მებრძოლი "ცისარტყველას ქვეყნის" შვილი

ნინო ბექიშვილი


"ჩემი ჰუმანიზმი არ არსებობს თქვენი ჰუმანიზმის გარეშე.
ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიყოთ ჰუმანურები".
დესმონდ ტუტუ

დესმონდ ტუტუს დღეს მთელ მსოფლიოში იცნობენ როგორც მშვიდობის დამცველ ცოტა ახირებულ, არაჩვეულებრივი იუმორის მქონე მოხუც ეპისკოპოსს “ცისარტყელას ქვეყნიდან”. გამოთქმა "ცისარტყველას ქვეყანა" მასვე ეკუთვნის, – ოდესღაც ასე უწოდა თავის სამშობლოს, სამხრეთ აფრიკას, - მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ ქვეყანას, რომლის მცხოვრებლებს ერთმანეთისგან კანის ფერითაც განსხვავდებიან.   

მანდელას გრძელი გზა თავისუფლებამდე.

ეკა გოგოხია


ის ყველაზე  ცნობილი პოლიტპატიმარი და აფრიკის საამაყო შვილია. დღეს ის აპარტეიდისა და რასიზმის წინააღმდეგ  ბრძოლის  ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა  ფიგურაა.  ის  უყვართ და უზომო პატივს სცემენ ყველგან: ევროპაში, აზიაში, ამერიკაში და, რა თქმა უნდა, მის მშობლიურ აფრიკაში. მანდელა 1918 წელს დაიბადა აფრიკის ერთ პატარა სოფელში. სოფლის მომავალ თავკაცს სახელად "როლიჰლაჰლა" დაარქვეს, რაც ნიშნავს: "ის, ვინც თავის თავზე იღებს დარტყმებს". სკოლის მასწავლებელმა კი მას ნელსონი შეარქვა, რადგან მისი აფრიკული სახელის  წარმოთქმა უჭირდა.

მაჰათმა განდი -  სიყვარულისა და არაძალადობის მოციქული

ფრიდონ საყვარელიძე


,,სიყვარულის კანონი გრავიტაციის მსგავსად მოქმედებს, დამოუკიდებლად იმისა ვაღიარებთ თუ არა მას. თუკი მეცნიერს შეუძლია სასწაულების მოხდენა ბუნების კანონების სხვადასხვაგვარი გამოყენებით, ადამიანს, რომელიც მეცნიერის აკურატულობით იყენებს სიყვარულის კანონს, კიდევ უფრო მეტი სასწაულის მოხდენა შეუძლია. არაძალადობის ძალა უსაზღვროდ ნატიფი და საოცარია ბუნების მატერიალურ ძალებთან შედარებით”.
მაჰათმა განდი

მღვდელი მაქსიმილიან კოლბე – გამოწვევა ნაცისტებისთვის

დავით თინიკაშვილი


1910 წელს 16 წლის რაიმონდ კოლბე ფრანცისკანელთა ორდენის წევრი გახდა. ამის შემდეგ იგი რომში აგრძელებს სწავლას. მას 1915 წელს დოქტორის ხარისხი მიანიჭეს ფილოსოფიაში პონტიფიკალურ გრიგორიანას უნივერსიტეტში, თეოლოგიის დოქტორის ხარისხი კი 1919 წელს წმ. ბონავენტურას პონტიფიკალურ უნივერსიტეტში მიიღო.
1918 წლის 28 აპრილს ხელი დაასხეს მღვდლად და სახელად მაქსიმილიანე დაარქვეს. სწავლის დასრულების შემდეგ იგი მშობლიურ პოლონეთში ბრუნდება. აქ მაქსიმილიანე კოლბე რამდენიმე წელს ეკლესიის ისტორიასაც ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში. იგი კრაკოვში ქრისტიანულ ჟურნალს აფუძნებს, რომლის ტირაჟმაც მალე 45000 ცალს მიაღწია. ჟურნალის გარშემო მცირე საძმო შემოიკრიბა, ძირითადად, ფრანცისკანელი მღვდლები და ერისკაცები.

მარიამ სკობცოვა - მონაზვნობის ახალი ფორმის ძიებაში

დავით თინიკაშვილი


ქართულ სინამდვილეში თითქმის არ არის განხილული ამ მოღვაწის პიროვნება, რომელსაც თავისებური მიდგომა ჰქონდა მონაზვნური ცხოვრებისადმი, წერდა განსაკუთრებული ხასიათის რელიგიურ-ფილოსოფიურ ტექსტებს. ყურადღებასა და მოწიწებას იმსახურებს მისი სოციალური ღვაწლი: უშიშარი და თავგანწირული დახმარება ყველა მიუსაფარისა და დევნილისა ემიგრაციაში, მისი შთამაგონებელი ქმედებანი სულით დაცემულთა და სასოწარკვეთილთა მიმართ, განსაკუთრებით ნაცისტური ოკუპაციის დროს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group