GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის მილოცვა რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით 

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმური აღმსარებლობის ადამინებს რამადანის თვის დაწყებას ულოცავს და მათ სიხარულს, ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა თბილისის საკრებულოს წევრებთან 

2015 წლის 4 ივნისს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წვრები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ დეპუტატებს  შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა და სამომავლო გეგმების დასახვა იყო.

იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო სამმართველოს (ნიუ-იორკი, აშშ) იურიდიული დეპარტამენტის 

2015 წლის 2 ივნისს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო სამმართველოს (ნიუ-იორკი, აშშ) იურიდიული დეპარტამენტის ადვოკატი, ანდრე კარბონო საქართველოს სახალხო დამცველის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის და ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

გენდერული თანასწორობა და რელიგიის როლი 

2015 წლის 22 აპრილს სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრისა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ ამერიკის ბაპტისტ ქალთა წარმომადგენლობის  დირექტორი პატრიცია ჰერმანდესი და აღმასრულებელი დირექტორი ვირჯინია ჰოლმსტრომი, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ ბაპტისტური ეკლესეიბის გაერთიანების სხვა წარმომადგენლებიც.

ქრისტე აღსდგა! 

ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს ზეიმობს ქრისტიანობის ამ უდიდეს დღესასწაულს, მინდა მივულოცო ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომა უფლისა იესო ქრისტესი. გულითადად მინდა შევუერთდე ქრისტეს აღდგომის საერთო ქრისტიანულ სიხარულს და თითოეულ თქვენგანს გისურვოთ დაუსრულებელი სწრაფვა სიხარულისა და ბედნიერებისკენ!

სახალხო დამცველის მილოცვა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 

საქართველოს სახალხო დამცველი აღდგომის დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე, ლუთერულ და სომეხთა სამოციქულო ეკლესიების მრევლს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას დასავლური კალენდრის მიხედვით ზეიმობს; უსურვებს მათ იმედს, რწმენას, სიყვარულსა და ულევ სიხარულს.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის 10 წლისთავი 

2015 წლის 8 აპრილს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს 

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულის დადგომას ულოცავს და მათ წინსვლას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს.

სახალხო დამცველი ასურელებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს 

1 აპრილს ასურელები ახალი წლის დღესასწაულს, აკიტუ - ხა ბ-ნისანს აღნიშნავენ. 2015 წლის პირველ აპრილს, მათი კალენდრის მიხედვით, 6765 წელი დადგა.

სახალხო დამცველი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს 

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი  ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს ულოცავს, სიკეთეს, სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებს საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group