GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საზეიმო მიღება ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში 

2014 წლის 18 მარტს, ევანგელურ-ბაპტისტური ეკელსიის მშვიდობის საკათედრო ტაძარში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის „საერთაშორიშო მამაცი ქალების ჯილდოთი“ დაჯილდოვების აღნიშვნის ცერემონია გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანგარიში 

2014 წლის 18 მარტს სასტუმრო ამბასადორში სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან.

გერტ ჰუმელის ხსოვნის 10 წლისადმი მიძღვნილი საღამო 

2014 წლის 15 მარტს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში, მე-20 საუკუნის მიწურულს საქართველოში ლუთერული ეკლესიის ამაღორძინებლისა და წლების მანძილზე ამ ეკლესიის წინამძღვრის, გერტ ჰუმელის ხსოვნის 10 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

სახალხო დამცველისა და ტოლერანტობის ცენტრის მილოცვა რუსუდან გოცირიძეს 

საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ულოცავს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, რუსუდან გოცირიძეს, 2014 წლის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის “სიმამაცისთვის ქალთა საერთაშორისო ჯილდოს” მოპოვებას.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან 

2014 წლის 19 თებერვალს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან, პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებების დარგში თამარ ჩუგოშვილთან და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა ეუთოს უმაღლეს კომისართან, ასტრიდ ტორსთან 

2014 წლის 19 თებერვალს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობის საბჭოს წარმომადგენლებს ეუთოს უმაღლესი კომისარი ასტრიდ ტორსი შეხვდა. შეხვედრას უმაღლესი კომისრის მრჩევლები ვინსენტ დე კრაფტი და კაუპო კანდი ესწრებოდენენ.

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის მიმართვა ეკლესიის ყოველწლიურ მიღებაზე 

ეს მიღება საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი ეკლესიის საქმიანობას გასულ წელს, მოვიხსენიოთ სიახლეები, რომლებიც არა მარტო ჩვენს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიას ეხება, არამედ ყველა ეკლესიას სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან მიმართებაში.

სახალხო დამცველის განცხადება რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებასთან დაკავშირებით 

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვლის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, საქართველოში არსებულმა სხვა რელიგიურმა გაერთიანებებმაც მიიღონ დაფინანსება.

თეოლოგიის დოქტორის, მალხაზ სონღულაშვილის გამოხმაურება ეკლესიათა დაფინანსების სამთავრობო ინიციატივაზე 

საქართველოს ხელისუფლება აპირებს ბიუჯეტიდან დაფინანსება მისცეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, კიდევ ოთხ რელიგიურ გაერთიანებას: სომხურ სამოციქულო ეკლესიას, რომის კათოლლიკურ ეკლესიას საქართველოში, საქართველოს იუდეურ და მუსლიმურ თემებს. 

სახარებისეული რწმენის ეკლესიის ოლეგ ხუბაშვილის გამოხმაურება მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით 

პირველ რიგში, მინდა დადებითად გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას რელიგიური მიმართულებების დაფინანსებასთან დაკავირებით, რადგან ამ დრომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მარლმადიდებელი ეკლესია ფინანსდებოდა. პრემიერმა განაცხადა, რომ დამატებით კიდევ ოთხი რელიგიური გაერთიანება მიიღებს დაფინანსებას, თუმცა საქართველოში რელიგიები გაცილებით უფრო დიდი სპექტრით არიან წარმოდგენილნი.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group