GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ნილს მუჟნიეკსის შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებთან 

2014 წლის, 20 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ნილს მუჟნიეკსი საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან 

2013 წლის 23 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველი ბატონი უჩა ნანუაშვილი.

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ”ტოლერანტობის კულტურა და მედია” 

2013 წლის 21-23 დეკემბერს, სასტუმრო ბაზალეთში, სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა  ჩაატარა ტრენინგი ჟურნალისტებისათვის ”ტოლერანტობის კულტურა და მედია”. ტრენინგი ჩატარდა USAID-ის მიერ დაფინანსებული, გაეროს ასოციაციის პროექტის ”ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა 

2013 წლის 17 დეკემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამართა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. კანონპროექტზე სამსჯელოდ იუსტიციის სამინისტრომ მოიწვია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წევრები, შშმ პირების, გენდერისა და ლგბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კანონპროექტის განხილვას ფასილიტაციას უწევდა იუსტიციის მინისტრი ქალბატონი, თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად.

სახალხო დამცველი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველჰყოს ეფექტური გამოძიება - ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზისთვის ცეცხლის გახსნაში დამნაშავე პირთა გამოსავლენად. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლო რელიგიური დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ქმედება ყოველმხრივ, სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი სახის დანაშაულის განმეორება.

ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო ყაზბეგში 

2013 წლის 19-21 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს და ეროვნულ უმცირესობების საბჭოს ქონდა გასვლითი შეხვედრა დაბა ყაზბეგში. ამ დღეების მანძილზე ორგანიზაცია ”პარტნიორები - საქართველო” წევრებმა ჩაატარეს ტრენინგი ”გუნდი და გუნდური მუშაობა”. ტრენინგები ჩატარდა საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის ”ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საქართველოში 

2013 წლის 15  ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირეტორის მოადგილე როი პლაკნეტი.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და სიძულვილის გამოხატვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით 

გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, - საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს კოდექსისთვის ახალი 1691 მუხლის დამატებას.

სახალხო დამცველის განცხადება ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებასთან დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს კოდექსისთვის ახალი 1691 მუხლის დამატებას. აღნიშნული მუხლი სამართალდარღვევად აცხადებს ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა სოზარ სუბართან 

2013 წლის 4 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო შეხვდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სოზარ სუბარს. შეხვედრას დაესწრო საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group