GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით 

2013 წლის 17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“-ს და მათი მხარდამჭერების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია იყო დაგეგმილი. პარალელურად გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელშიც სასულიერო პირებიც  მონაწილეობდნენ. 

სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს რეკომენდაციით მიმართა 

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუშვილმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა ლამბალოს საჯარო სკოლის ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა შეძლონ ღირსეულ გარემოში განათლების მიღება. ასევე, დააყენოს იმ პირებთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც წლების განმავლობაში ევალებოდათ და არ უზრუნველყვეს აღნიშნული სოფლის მოსწავლეთათვის სწავლის ღირსეული პირობების შექმნა.

ხსნის არმიის მსახურების 20 წლისთავი საქართველოში 

2013 წლის 27 მაისს საქართველოში ხსნის არმისს სამსახურის დაარსების 20 წლისთავი იზეიმეს. ხსნის არმიის სადღესასწაულო მიღება, რომელსაც ხსნის არმიის ადგილობრივი და საერთაშოროსო წევრები და მათი მეგობრენი ესწრებოდნენ, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ცენტრ “ბეთელში” გაიმართა.

მემორანდუმი საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის 

2013 წლის 25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველს, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის" პრეზენტაცია 

ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, 2013 წლის 20 აპრილს, სასტუმრო ამბასადორში, გაიმართა პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელი“ პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს  ევროპის უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი (ევროპის განყოფილება),  ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (საქართველო), უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი – კავკასია, გლობალური და რეგიონული კვლევების ანალიტიკური ცენტრი (სომხეთი) და სოციალური სამოქმედო ცენტრის პროექტი „საზღვრების გარეშე (უკრაინა), ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

ქრისტიანულ–მუსლიმური საბჭოს ვიზიტი 

2013 წლის 18 აპრილს სახალხო დამცველთნ არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის ქალაქ ჰაი ვიკომბის მერს ჩანდრი შაფიკსა და ჰაი ვიკომბის ქრისტიანულ–მუსლიმური საბჭოს წარმომადგენლებს ლოურენს სმაისა და რანა საფრაზს. ქალაქის მერი, რომელიც მუსლიმური აღმსარებლობისაა, ამავდროულად, ხსენებული საბჭოს წევრიცაა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს კვირას საღამოს ქობულეთის რაიონის სოფ. ციხისძირში მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც სოფელში სტუმრად მყოფმა სამხედრო პირებმა რელიგიური ნიშნით ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს სოფლის რამდენიმე მკვიდრს.

აკიტუ - ხა ბ-ნისან 

1 აპრილს ასურელები ახალი წლის დღესასწაულს, აკიტუ - ხა ბ-ნისანს აღნიშნავენ. 2013 წლის პირველ აპრილს, მათი კალენდრის მიხედვით, 6763 წელი დადგა. საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს საქართველოს ასირიულ თემს ასირიული ახალი წლის დადგომას.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვა 

დიდი სიხარულით მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოში სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელ, კათოლიკე, ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიებს და ყველა იმ ქრისტიანს, ვინც დღეს ზეიმობს ქრისტიანული სამყაროს ამ უმთავრეს დღესასწაულს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 

2013 წლის 31 მარტს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს საქართველოში სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, კათოლიკე და ევანგელურ–ლუთერული ეკლესიების წარმომადგენლებმა. სადღესასწაულო მილოცვები ოფიციალურ ვებ–გვერდებზე გამოაქვეყნეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group