GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 

27 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების ინიციატივით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სახალხო დამცველის განცხადება ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით 

27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ჰოლოკოსტი ბოროტების ის ზღვარია, რომელსაც კაცობრიობის წარმოსახვამ და მოქმედებამ შეიძლება მიაღწიოს.

სურბ სარქისის დღესასწაული 

წელს 26 იანვარს, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე სარქისს იხსენიებს. სურბ სარქისობა სომეხი ერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და სახალხო დღესასწაულია.

პრემიერ მინისტრმა და სომეხთა კათოლიკოსმა ე.წ. სადავო ტაძრების საკითხზე ისაუბრეს 

სომხეთში ვიზიტისას პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს,  გარეგინ მეორეს შეხვდა. შეხვედრისას კათოლიკოსმა სომხური ისტრიული სიწმინდეების შენარჩუნებისა და მათი სომხურ სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში გადაცემის საკითხი დააყენა.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართვა საქართველოს მთავრობისადმი 

ისევე როგორც ყოველთვის, ჩვენს საზოგადობრივ ცხოვრებაში, დღესაც აქტუალურია რელიგიური პრობლემატიკა. ამასთან ერთად, ვამჩნევთ, რომ დღევანდელ მთავრობას სურს სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებათა ურთიერთმიმართების შესახებ საკუთარი ხედვა შემოგვთავაზოს. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭოს წევრებმა საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საკითხთან დაკავშირებით ჩვენი საერთო პოზიცია განგვემარტა.

სახალხო დამცველისა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა 

2012 წლის 28 დეკემბერს, სასტუმრო „ვერე პალასში“ საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საბჭოს წევრები და სახალხო დამცველი შეთანხმდენენ, რომ ერთი თვის მანძილზე საბჭოს რეფორმირების სტრატეგიაზე იმუშავებენ და თავიანთ პოზიციებს შესაჯერებლად სახალხო დამცველსა და ტოლერანტობის ცენტრს წარუდგენენ. სახალხო დამცველმა გამოთქვა სრული მზადყოფნა აქტიური მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მხარდაჭერისა და გაძლიერების საქმეში.

სახალხო დამცველისა და რელიგიათა საბჭოს შეხვედრა 

2012 წლის 27 დეკემბერს, სასტუმრო „ვერე პალასში“ საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს გაცნობითი ხასაითის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ რელიგიის თავისუფლება დემოკრატიული ქვეყნის შენების ქვაკუთხელია და რომ ის ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში რელიგიის თავისუფელბის პრინციპებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად.

იუსტიციის მინისტრმა და ქალაქის მერმა შობა კათოლიკეებსა და ორმოცდაათიანელებს მიულოცეს 

2012 წლის 25 დეკემბერს ადგილობრივი მრევლისთვის შობის დღესასწაულის მისალოცად ჯერ ყოვ­ლად­წმინ­და მა­რი­ა­მის ზე­ცად ამაღ­ლე­ბის კა­თო­ლი­კურ ეკლესიას, შემდეგ კი სახარებისეული რწმენის პროტესტანტულ ეკლესიას (ორმოცდაათიანელთა) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი გიგი უგულავა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი სტუმრობდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მილოცვა საქართველოში მცხოვრები ქრისტიანებისადმი, რომლებიც 25 დეკემბერს აღნიშნავენ ქრისტესშობას 

25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი იესო ქრისტეს შობას აღნიშნავს. მინდა, ეს ბრწყინვალე დღესასწაული გულითადად მივულოცო საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს, პროტესტანტებსა და ასევე ყველა იმ ქრისტიანს, რომელიც ახლა ზეიმობს შობას.  ვისურვებდი, ეს დღე მშვიდობით, ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე იყოს მათთვის და მათი ოჯახებისათვის. 

„შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ მონიტორინგის შედეგები 

2012 წლის 18 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ განხორციელებული  „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ 2010-2011 წლების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group