GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ვიქტორინა სკოლის მოსწავლეებისთვის „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“ 

2012 წლის 11 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა სოფელ წინწყაროში მომხდარი ინციდენტის შესახებ 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას შეისწავლოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მომხდარი ინციდენტი და გაატაროს სათანადო ღონისძიებები ამ სოფლის მუსლიმი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სოფელ ნიგვზიანში მომხდარი ინციდენტის შესახებ 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაიწყოს გამოძიება სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით და გაატაროს სათანადო ღონისძიებები ამ სოფლის მუსლიმი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვისა მიზნით. 

ისტორიულ კათოლიკურ ტაძარს იერ–სახეს უცვლიან 

ადიგენის რაიონის სოფელ უდეში მდებარე ისტორიული კათოლიკური ტაძრის იერსახის შეცვლა,  გალავნისა და გუმბათის გადაკეთება მიმდინარეობს. 1990–იან წლებში სახელმწიფომ  ნაგებობა მართლამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადასცა, თუმცა ეკლესიებს შორის არსებული ზეპირი შთანხმების საფუძველზე ბოლო დრომდე ტაძრის პირვანდელ იერ–სახე შენარჩუნებული იყო. ეს არის ხუთიდან ერთ–ერთი ტაძარი, რომლის ისტორიული მეპატრონისათვის დაბრუნების საკითხს კათოლიკე ეკლესია მუდმივად სვამს.

ტოლერანტობა საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები (2012). ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის მოხსენება 

წინამდებარე მოხსენაბა მიმდინარე, 2012 წლის ტენდენციებს ასახავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობის კულტურა, რა გამოწვევების წინაშე დგანან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, როგორია სახელმწიფო პოლიტიკა და საზოგადოებისა და მედიის დამოკიდებულება განსხვავებულ ჯგუფებისადმი.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 

2012 წლის 15 ნოემბერს სასტუმრო რედოსონ ბლუში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტოლერანტობის საერთაშიროსო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

რელიგიათა საბჭოს განცხადება სოფელ ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების შესახებ 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო სოლიდარობას უცხადებს სოფელ ნიგვზიანში მცხოვრებ მუსლიმებს და შეშფოთებას გამოხატავს ამ სოფელში განვითარებული მოვლენების გამო, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციით დაცული პრინციპი.

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საქართველოში – მიღწევები და გამოწვევები 

2012 წლის 1 ნოემბერს ტოლერანტობის ცენტრში გაიმართა დისკუსია სამოქალქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის საკითხებზე, ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი და პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების სკოლის დირექტორი, გია ნოდია. დისკუსიას უძღვებოდა სახალხო დამცველთნ არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი.

 

დისკუსია იხ: http://www.tolerantoba.ge/index.php?id=1281619861&kat=316

რელიგიური გაერთიანებების უფლებები საქართველოში 

რელიგიური გაერთიანებების უფლებები საქართველოში, ამ თემას ეძღვნებოდა 2012 წლის 29-31 ოქტომბერს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გამართული ტრენინგები, რომელშიც სახალხი დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.

 

საბჭოს წევრებთან ერთად, ექსპერტებმა გიორგი მშვენიერაძემ და ვახუშტი მენაბდემ განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: რელიგიის თავისუფლება და ზოგადი განათლება, რელიგიის თავისუფლება და შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობა, რწმენის თავისუფლება და სამხედრო ვალდებულება, შეკრებების და გამოხატვის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევა და პასუხისმგებლობა, რელიგიური გაერთიანებებისათვის უფლებადაცვის მექანიზმები.

საბჭოების მიმართვა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას   სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით.

 

სახალო დამცველი  ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო თანამდებობაა, რომლის მიზანს ადამიანის ყველა უფლების დაცვა და პატივისცემა, ადამიანის უფლებების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების  ამაღლება და ქვეყანაში კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის განმტიკიცება წარმოადგენს.

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group