GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეკუმენური ლოცვა 

2012 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ეკუმენური ლოცვა გაიმართა. ბაპტისტური, კათოლიკე, ლუთერული ეკლესიების ახალგაზრდა მრევლმა  და ხსნის არმიის წევრებმა მოისმინეს ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის ქადაგება, ერთად წაიკითხეს სახარება და ფსალმუნები, ერთად იგალობეს და ილოცეს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის.  

რელიგიური და ეთნიკური საბჭოს შეხვედრები 

2012 წლის 25 და 26 ოქტომბერს სასტუმრო „ამბასადორსა“ და სასტუმრო „ვერე პალასში“ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური საბჭოსა და ეთნიკური საბჭოს შეხვედრები გაიმართა.

საბჭოებმა დაასახელეს 2012 წლის  „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტულის ფლობის კანდიდატები და შემდეგ კენჭი უყარეს მათ. საბჭოს რჩეულები 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.

ყურბან–ბაირამი 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ულოცავს ყურბან–ბაირამის დღესასწაულს, რომლის აღნიშვნა წელს 25 ოქტომბრიდან იწყება.

 

ყურბან–ბაირამი მშვიდობის, ადამიანზე მზრუნველობისა და ბოროტებაზე სიკეთის განმარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს მუსლიმები თანადგომას უცხადებენ და თავიანთ წილ საზრდოს უნაწილებენ გარშემო მყოფებს, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის განცხადება 

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ეხმაურება ინტერნეტ გამოცემა newtimes.ru–ში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ იქნა ჩაწერილი. ჟურნალისტის შეკითხვას „თქვენ ცხოვრობდით საფრანგეთში, თქვენი შვილები იქ გაიზარდნენ, დაბრუნდით და უცებ – პარტია, არჩევნები... რაში გჭირდებათ ეს?“


ივანიშვილი პასუხობს: „ჩვენ, ქართველები, ასეთი უცნაურები ვართ –მიჯაჭვულები ჩვენს მიწას. ასეთი ხასიათი გვაქვს. აი, მაგალითად, ჩვენთან, აქ ცხოვრობენ სომხები. გამკვირვებია, მათ აქვე, გვერდით, აქვთ სამშობლო, ისინი კი აქ ცხოვრობენ. თქვენთვის საკითხი, ალბათ, ასე არ დგას. ჩემთვის კი ეს გაუგებარია. ვცხოვრობდი საფრანგეთში, ერთი წელი ამერიკაში, მე კი ჩემი სოფელი, ჩემი მიწა მესიზმრებოდა...“

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს განცხადება 

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო უმკაცრესად გმობს ადამიანის უფლებების დარღვევისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის სასტიკ ფაქტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

 

საბჭო უერთდება საზოგადოების პროტესტს და მოითხოვს, დაუყოვნებლივ გამოძიებულ იქნას მედიის მეშვეობით გავრცელებული უფლებათა დარღვევის თითოეული ფაქტი, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში მოყვანილი სხვა ფაქტები.

რელიგიური გაერთიანებების აქცია 

„ძალადობა შობს შიშს, სპობს, ანადგურებს, ამახინჯებს“, „გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“, „არა ძალადობას“ – ამ შინაარსის პლაკატები ჰქონდათ გამოფენილი 21 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში შეკრებილ ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიისა და კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებს. მათ მდუმარე აქცია გამართეს, რათა პროტესტი გამოეხატათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის ფაქტების მიმართ. 

რამადანი 

ისლამური სამყარო დღეს ისლამის 2 დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს – რამადანს ანუ ფითირ–ბაირამს აღნიშნავს. რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ მუჰამადს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა. 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ანტითურქული ქსენოფობიის ფაქტებს ეხმიანება 

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში სიძულვილის ენის ტირაჟირების ფაქტებმა იმატა და ახალი მიმართულება შეიძინა. პოლიტიკური სპექტრის, მედიისა და ექსპერტების ერთი ნაწილის მხრიდან ქსენოფობური რიტორიკის მთავარი ელემენტი ანტითურქული პროპაგანდა გახდა. 

ტრენინგი თემაზე „დისკრიმინაციის დაუშვებლობა“ 

საქართველოს შინაგან სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, 2012 წლის 31 ივლისსა და 1 აგვისტოსბათუმში გაიმართა ტრენინგი თემაზე „დისკრიმინაციის დაუშვებლობა“. ტრენინგს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აჭარისა და გურიის რეგიონებიდან. 

მემორანდუმი საქართველოს სახალხო დამცველსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა შოთა ნიჟარაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group