GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

„მედია და უმცირესობები“ – მრგვალი მაგიდა მარნეულში 

2012 წლის 6 აპრილს, ქალაქ მარნეულში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე – „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ქვემო ქართლში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის ინფორმაციის მიწოდების სისტემა და ეროვნული უმცირესობების გაშუქება ქართულ მედიაში“.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) მხარდაჭერით.

იეჰოვას მოწმეებმა იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირვის დღე აღნიშნეს 

2012 წლის 5 აპრილს მთელ მსოფლიოში მილიონობით იეჰოვას მოწმე შეიკრიბა, რათა გაეხსენებინათ დღე, როდესაც იესო ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე გასწირა კაცობრიობის საკეთილდღეოდ.  იეჰოვას მოწმეებისათვის ეს არის წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ამ დღეს შეხვედრები ჩატარდა იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში მთელი საქართველოს მასშტაბითაც. შეხვედრაზე ლოცვის, გალობის, ბიბლიის კითხვისა და ქადაგების შემდეგ ჩამოატარეს ხმიადი და წითელი ღვინო სერობის დღის სიმბოლოს გასაზიარებლად.

საქართველოში შეხვედრები ჩატარდა ქართულ, ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ქურთულ და ჟესტების ენებზე.

ქართულ–ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი 

5 აპრილს, 17 საათზე,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში 2012 წლის გაომართა ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების პრეზენტაციას. პრეზენტაცია ორგანიზებული იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური მოზაიკის” მიერ.

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები მოიცავს 25 000-ზე მეტ სიტყვას თითოეულ ენაზე. ლექსიკონებს ერთვის   ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი (აკადემიკოსი ვასილ აბაევი) და ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა (აკადემიკოსი ავთანდილ არაბული). წიგნს დართული აქვს გამოყენების წესები ოსურ და ქართულ ენებზე, ოსური და ქართული ანბანი ტრანსკრიპციით, ასევე - შემოკლებები, განმარტებები და სხვ..

ოცდაოთხ მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ 24 მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მათ შორის მეჩეთებს, რომლებიც ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებშია განთავსებული.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ბრძანა (#3/86) უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. ბრძანების დანართში ჩამოთვლილია ის ობიექტები, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

რელიგიის თავისუფლება და ეროვნული უმცირესობების უფლებები სახალხო დამცველის 2011 წლის საპარლამენტო ანგარიშში 

2012 წლის 28 მარტს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ანგარიში 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში, ტრადიციულად, ცალკე თავები ეთმობა რელიგიის თავისუფლებასა და ეროვნული უმცირესობებების უფლებებს.

დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად შეუწყნარებლობის მოტივი ჩაითვლება 

2012 წლის 27 მარტს, მესამე მოსმენით, პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ამ ცვლილებების მიხედვით, შეუწყნარებლობის მოტივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.

დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს „რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით“ ჩადენილი დანაშაული.

ქურთული კულტურის დღეები 

2012 წლის 17–25 მარტს საქართველოში ქურთული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სათემო ცენტრი "საქართველოს ეზიდთა სახლი". კულტურული დღეების საქართველოს ეროვნულ მიზეუმში გაიხსნა. გამოფენა მიეძღვნა ეზიდტა დღესასწაულ "კლოჩა სარე სალეს". მუზეუმში გამოფენილი იყო ეზიდების მატერიალური კულტურისა და ყოფის მე–19 საუკუნის ნიმუშებბი, რომლებიც საუკუნეზე მეტი ინახებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დახურულ ფონდში. 

ნოვრუზ ბაირამი 

21 მარტს, მრავალი სხვა ქვეყანის მსგავსად, ნოვრუზ ბაირამი საქართველოშიც აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მილოცვაში წერია, რომ პრეზიდენტისათვის ნოვრუზ ბაირამი ისეთივე ახლობელი და ძვირფასია როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული საქართველოში. "დღეს მეც თქვენთან ერთად ვხარობ და იმედის თავლით შევყურებ ჩვენი სამშობლოს მომავალს. ნოვრუზი ოჯახური დღესასწაულია და მეც, როგორც თქვენი ოჯახის წევრი, ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დადგომას უკავშირდება", – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრების შეხვდრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან 

2012 წლის 16 მარტს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს.

შეხვედრა გაიმართა 2010 წლის 15მარტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში. მემორანდუმი ითვალისწინებს, საბჭოს წევრებისა და  სამინისტროს წარმომადგენლების პერიოდულ შეხვედრებს. ამ შეხვედრების მიზანია ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და საბჭოს წევრებისათვის  სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის გაცნობა

ანონსი: ქურთული კულტურის დღეები საქართველოში 

სათემო ცენტრი "საქართველოს ეზიდთა სახლი" საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით,  ა/წ 17-25 მარტს, ატარებს "საქართველოში ქურთული კულტურის დღეებს". ღონისძიებათა ციკლი გაიმართება  საქართველოში ერაყის რესპუბლიკის ელჩის, ტაიბ მუჰამედ ტაიბის პატრონაჟით და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო მხარდაჭერით.

კულტურის დღეეების გახსნა საზეიმო ვითარებაში გაიმართება ა/წ 17 მარტს 17:00 ს-ზე, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში (ლ. გუდიაშვილის 1). გამოფენა ღიაა 25 მარტამდე უფასო დასწრებისთვის.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group