 |
|
|


გერმანელები საქართველოში

|
|

რომის პაპი საქართველოში კონფესიების რეგისტრაციის შესახებ 9 იანვარს, ვატიკანში, რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ მიმართა ვატიკანის დიპლომატიურ კორპუსს და მთელ მსოფლიოში კათოლიკე ეკლესიისა და, ზოგადად, ქრისტიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პოზიტიურ სიახლეებზეც და საგანგებოდ აღნიშნა საქართველოში კონფესიების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებული ცვლილების შესახებ, რომლის შედეგად რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ.

პაპმა საქართველოში ახალი ელჩი მოავლინა 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ წმინდა პეტრეს ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა და არქიეპისკოპოსის ხარისხში აღიყვანა მარეკ სოლჩინსკი, ვატიკანის ახალი ელჩი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ახლადარჩეული ნუნციუსი სტავიშინში, პოლონეთში დაიბადა 1961 წელს, ხოლო სამღვდელო ხარისხი მიიღო 1987 წელს. ვატიკანის დიპლომატიურ სამსახურში ის იმყოფება 1993 წლიდან. მონსენიორ მარეკი უკვე მსახურებდა პარაგვაიში, რუსეთში, აშშ-ში, თურქეთში, ჩეხეთსა და ესპანეთში.

შობა და ნათლისღება სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში 2012 წლის 5 იანვრის საღამოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წმინდა ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიაში შობისა და ნათლისღების დღესასწაულის აღნიშვნა წინასაშობაო წირვით დაიწყო. წირვა აღავლინა ეპარქიის წინამძღვარმა ვაზგენ მირზახანიანმა. ქადაგებისას სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მრევლს წაუკითხა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ მეორის საშობაო მილოცვა და კურთხევა.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,
გილოცავთ იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 იანვარს აღნიშნავს. მინდა ეს დღე მივულოცო არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ სომხური ეკლესიის მრევლს მთელ მსოფლიოში.

ვაცლავ ჰაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა 2011 წლის 23 დეკემბერს, 16 საათზე, ევროპის მოედანზე სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართა ვაცლავ ჰაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრება. რელიგიური გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგებეს დისიდენტის, უფლებადამცველისა და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა 22 დეკემბერს, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს 2011 წლის დასკვნითი შეხვედრა. შეხვედრაზე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა შეაჯამა 2011 წლის მანძილზე განხორციელებული ის ცვლილებები, რომელიც საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2011 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლი და მე–19 (რწმენის თავისუფლება) მუხლის პირველი და მე–3 პუნქტები, ვინაიდან „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (მე–2 მუხლის მე–2 პუნქტი) გამორიცხავს რელიგიური, ეთიკური თუ სხვა შეხედულებებიდან გამომდინარე, ალტერნატიული (არასამხედრო) შრომითი სამსახურის მოთხოვნის შესაძლებლობას. მას მიაჩნია რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მსგავსად, წარმოშობს ადამიანის რწმენით განპირობებულ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ლეგიტიმურ საფუძვლებს.

ხანუქა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ულოცავს ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს. ამ დღეს ებრაელი ხალხი დამპყრობლისგან ტაძრის დაბრუნებას ზეიმობს და ასევე იმ სასწაულს აღნიშნავს, როდესაც სოლომონის ტაძარში, მენორაში 1 დღის სამყოფი ზეთი სასწაულებრივად რვა დღის მანძილზე ანათებდა. ამ სასწაულის აღსანიშნად ხანუკქას დღეებში, 8 დღის მანძილზე ყოველდღე თითო სანთელი ინთება.
”აინუნგის” 20 წლისთავი „შერიგების“ ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიაში 2011 წლის 19 დეკემბერს საქართველოს გერმანელთა ასოციაციის „აინუნგის“ დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება და კონცერტი გაიმართა. მიღებაზე ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა გარი აუგსტმა წაიკითხა მოხსენება საქართველოში გერმანელების ისტორიულ–კულტურულ მემკვიდრეობასა და ორგანიზაცია „აინუნგის“ მოღვაწეობაზე.
ორგანიზაცია საქართველოში 1991 წელს დარეგისტრირდა. „აინუნგი“ ძველი გერმანული სიტყვაა და ერთობას ნიშნავს. სადღეისოდ ორგანიზაცია 2000 მდე წევრს აერთიანებს, რომელთა უმრავლესობა ცხოვრობს თბილისში, 100–მდე რუსთავში, ბოლნისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. |
|
|
|
|
| | | |

ჟურნალი სოლიდარობა 
ეთნოსები საქართველოში 
რელიგიები საქართველოში
დამდეგი დღესასწაული
ებრაული,
13 დეკემბერი
ხანუქა
| |
|
|
 |
ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით |
 |
Created By Intellcom Group |
|