GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური  გაერთიანებები  ვეყრდნობით  და ამოვდივართ 2005 წელს საბჭოს შექმნისა და მოქმედების დეკლარირებული საფუძვლებიდან და მიზნებიდან;

 

ვითვალისწინებთ საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებით გამყარებულ რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის სამართლებრივ  ნორმებს;

 

ჩვენ-ჩვენი რელიგიური მოძღვრებებიდან და ხსნებული საკნონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, მივისწარფვით საქართველოში ტოლერანტული გარემოს განვითარებისკენ;

 

და ვხელმძღვანელობთ სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის პრინციპით, რაც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული;

 

ყოველივე აქედან გამოდინარე, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და მედიას შესაბამისი რეკომენდაციებითა და წინადადებებით.

 

რელიგიათა საბჭოს წინამდებარე რეკომენდაციები გამოხატავს წევრი რელიგიური გაერთიანებების კონსოლიდირებული ძალისხმევის შედეგად შემუშავებულ საერთო ხედვას იმასთან დაკავშირებით,  თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოში ტოლერანტული გარემოს განვითარების, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის სრულფასოვანი დაცვისა და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური  ნეიტრალობის უზრუნველყოფის გზაზე.

 

შემოთავაზებული რეკომენდაციები სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს, სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტების მიერ ჩატარებული ხანგრძლივი მუშაობის შედეგია, რომელშიც აისახა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული სისტემური და კონკრეტული პრობლემები, მათი გადაჭრისა და დაძლევის გზები.

 

წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს რელიგიურ შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე რეაგირების, თანასწორუფლებიანობის, საკანონმდებლო პრობლემატიკის, რელიგიასთან დაკავშირებული „სახელმწიფო პოლიტიკის“, რელიგიური ორგანიზაციების საკუთრების, დაფინანსების, კულტურული მემკვიდრეობის, განათლების, სიძულვილის ენისა და მედიაში არსებული პრობლემების აღწერასა და შესაბამის რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება და განხორციელება მნიშვნელოვნად შეცვლის და გააუმჯოსებებს საქართველოში ტოლერანტულ გარემოს.

 

ყოველივე ამასთან ერთად, რელიგიათა საბჭო ითვალისწინებს და თავის ხმას უერთებს ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის კომისიისა და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს მიმართრომლებშიც აღწერილი პრობლემების გადასაჭრელად საგანგებოდაა ხასგასმული რელიგიათა საბჭოსა და საქართველოს მთავრობის აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა.

 

ვიმედოვნებთ, რომ საბჭოს მიერ შემუშავებულ და წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილ რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება და მათი განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში, რელიგიის თავისუფლების დაცვასა და  თანასწორუფლებიანობის  დამკვიდრებაში.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 2005 წლის 21 ივნისს დაარსდა. საბჭოს საქმიანობის ამოსავალი პრინციპებია რელიგიის თავისუფლების დაცვა, რელიგიურ ჯგუფებს შორის მრავალმხრივი დიალოგის წახალისება, ტოლერანტული და თანასწორუფლებიანი, მშვიდობიანი  გარემოს დამკვიდრებაზე ზრუნვა, სოციალური პასუხისმგებლობის ერთობლივი გაზიარება, რელიგიურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ჩაბმა. 

რელიგიათა საბჭო სახალხო დამცველსა და სხვადასხვა კონფესიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი ფორუმია, რომელშიც ნებაყოფლობით არიან გაწევრიანებული რელიგიური გაერთიანებები. ამჟამად რელიგიათა საბჭოს წევრია 23 კონფესია და ორგანიზაცია. საბჭოსთან მოქმედებს სოციალურ-ჰუმანიტარული, კულტურულ-საგანმანათლებლო, ანალიტიკურ-საინფორმაციო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები. რელიგიათა საბჭოს სხდომებზე რელიგიურ გაერთიანებათა წინაშე არსებული სირთულეები და მათი გადალახვის გზები განიხილება. საბჭო აგრეთვე ცდილობს ერთობლივად წარმართოს სოციალურ-ჰუმანიტარული საქმიანობა, გამოეხმაუროს საზოგადოებრივ პრობლემებს, რეკომენდაციები მიაწოდოს ხელისუფლებას. 

რელიგიათა საბჭო ერთობლივი განცხადებებით ეხმაურება მნიშვნელოვან საკითხთა მთელ რიგს, როგორიცაა ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, შეუწყნარებლობის პრობლემა საჯარო სკოლასა და მედიაში, კრიმინალური მენტალიტეტის დაძლევის საკითხი, რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები, რუსეთის მთავრობის მიერ კავკასიური წარმომავლობის მოქალაქეთა დისკრიმინაცია, ლტოლვილების მდგომარება, რუსეთ-საქართველოს ომი, პატიმართა მდგომარეობა და სხვ. 

საბჭომ რამდენიმე ერთობლივი ჰუმანიტარული ხასიათის ღონისძიება განახორციელა, რომელთა შორის აღსანიშნავია წყალდიდობით დაზარალებული ადამიანებისა და რუსეთ-საქართველოს ომის მსხვერპლთა და დევნილთა მატერიალური მხარდაჭერის აქციები. 

საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ შედეგს რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებს შორის თანამშრომლობისა და თანადგომის გაღრმავება წარმოადგენს.

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები:

 

  1. იუდაური  თემი საქართველოში
  2. სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია 
  3. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
  4. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  5. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
  6. ეზიდთა სასულიერო კრება
  7. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
  8. ევანგელურ–ლუთერული ეკლესია
  9. სახარების რწმენის ეკლესია
  10. მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია
  11. საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია
  12. წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  13. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  14. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  15. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია მადლი
  16. უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესია (მორმონები)
  17. საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია
  18. კრიშნას ცნობიერების საზოგადოება
  19. ევანგელისტური ეკლესია ღმერთის საელჩო
  20. ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი
  21. მეგობართა რელიგიური საზოგადოება – კვაკერები
  22. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში
  23. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  24. სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი

 

 


სოციალური კონცეფცია

2007-2009 წლებში რელიგიათა საბჭომ შეიმუშავა ერთიანი სოციალური კონცეფცია, რომელშიც ასახულია ერთობლივი ხედვა ისეთი საკითხებისა, როგორიცაა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართება, ლიბერალური ფასეულობები და დემოკრატია, სოციალური თანამშრომლობა, სასჯელაღსრულებისა და განათლების სისტემებში არსებული პრობლემები, ომისა და მშვიდობის საკითხები, ეთნოსთაშორისი ურთიერთობები, საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების თანადგომა და სხვ. კონცეფცია საფუძვლად დაედება საბჭოს სამომავლო საქმიანობის მიმართულებებს და აისახება ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის განკუთვნილი რეკომენდაციების პაკეტში.

საბჭოს შეხვედრები და რეკომენდაციები 


2010 წლი 29 აპრილს ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოსა და ეთნიკური საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ ევროსაბჭოს რასიზმთან, ქსონოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელს მარიო მაუროს. შეხვედრაზე განხილულ იქნა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხი საქართველოში.

2010 წლის 22 ივლისს, სახალხო დამცველის, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა ოჯახური ძალადობის თემაზე. შეხვედრაში მომაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოების და ოჯახური ძალადობის თემაზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მიზანი იყო ოჯახური ძალადობის ფენომენის განხილვა სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ საზოგადოებაში, კულტურათა ზეგავლენა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სტრატეგიაზე, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების აღქმის, გამოვლენისა და რეაგირების თავისებურება ამა თუ იმ მიკრო სოციუმში; ოჯახური ძალადობის დასამარცხებლად საზოგადოების გააქტიურების ეფექტური სტრატეგიების დასახვა.


2011 წლის იანვრიდან ივნისამდე ტოლერანტობის ცენტრმა ორგანიზება გაუკეთა რელიგიათა საბჭოს წევრების შეხვედრებს. შეხვედრების მიზანია  სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიისადმი სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება. რეკომენდაციები ეხება ისეთ მწვავე საკითხებს, როგორიცაა: რელიგიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოები, რელიგიურ უმცირესობათა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხი, რელიგიის ტემა განათლების სისტემაში, რელიგია და მედია და ა.შ. დოკუმენტის საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია 2011 წლის მანძილზე იგეგმება.

 სასჯელაღსრულება

სასჯელარსრულებით დაწესებულებებში მყოფ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების წლების მანზილზე ეზღუდებათ რელიგიის თავისუფლების უფლება. ამ საკითხს უკვე მრავალი წელია აღნიშნავს სახალხო დამცველი თავის მოხსენებებში. არსებული პრაქტიკის მიხედვით სხვადასხვა რელიგიების სასულიერო პირებს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში თავიანთი მრევლის მოსანახულებალდ უფლება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოსგან უნდა აეღოთ.  ეს მიდგომა მიუღებელი იყო რელიგიურ გაერთიანებატა წარმომადგენლებისთვის და ამავე დროს ეწინააღ,დეგებოდა სეკულარიზმისა და რელიგიის ტავისუფლების პრინციპებს. საკითხის გამოსასწორებლად ტოლერანტობის ცენტრი და რელიგიათა საბჭო ლობირებდა ინტენსიურ დიალოგს შესაბამის ორგანოებტან. ამის შედეგად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი პირებისათვის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის ახალი წესი შეიმუშავა. 2011 წლის 23 თებერვალს სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა რელიგიათა საბჭოს წევრებს, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის საბჭოს ხელმძღვანელთან ერთად და გააცნო მათ ახალი წესი, რომლის თანახმადაც სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სასულიერო პირის შესვლის უფლებას გასცემს სამინისტროს რელიგიური გაერთიანების ხელმძღვანელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს მეთვალყურეობა გაუწიოს ამ წესის პრაქტიკაში გატარებას და პროცესის გასაუმჯობესებლად სამინისტროსტან თანამსრომლობა გააგრძელოს.

კანონი რეგისტრაციის შესახებ 

2011 წლის ივლისის თვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები და რელიგიურ გაერთიანებებს  საჯარო სამრთლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ.
ამასთან დაკავშიორებით, ტოლერანტობის ცენტრის ინიციატივით, 4 ივლისს შეიკრიბნენ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ ყველა რელიგიური გაერთიანებისათვის ყოფილიყო შესაძლებელი ამ საჯარო სამართლის იურუდიული პირის სტატუსით დარეგისტრირება და არა მხოლოდ 5 რელიგიური გაერთიანებისათვის, როგორც ეს კანონპროექტის პირველი ვარიანტით იყო გათვალისწინებული. შედეგად შეიცვალა კანონპროექტის პირველადი ვარიანტი და კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებით, ყველა რელიგიურ გარეთიანაბას მიეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესაძლებლობა.
კანონპროექტის დამტკიცებას შედეგად მოჰყვა შეუწყნარებლობის ტალღის გაღვივება საჯარო სივრცეში. პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციათა უმეტესობამ, მედიის დიდმა ნაწილმა და ექსპერტებმა გამოხატეს თავისი ნეგატიური დამოკიდებულება კანონოპროექტისადმი, ასევე მკვეთრი ფორმებით არაერთხელ იყო გამოხატული სასულიერო და სამოქალაო პირების მიერ ანტისომხური მოწოდებები და გამონათქვამები.
ამ პრობლემაზე რეაგირებისათვის ტოლერანტობის ცენტრმა დაიწყო მედიაზე ინტენსიური მონიტორინგის განხორციელება ელექტრნულ, ბეჭდვით და ინტერნეტ მედიაზე. ამავდროულად ტოლერანტობის ცენტრი ინტენსიურ კონსულტაციაებს და დახმარებას უწევდა იმ მედიასაშუალებებს, რომელბსაც ჭირდებოდა აქტუალური ინფორმაცია ახალია კანონის შესახებ და ასევე ვაკავშირებდით მათ რელიგიური უმცირესობების წარმომოადგენლებთან.
27 ივლისს, ტოლერანტობის ცენტრის ინიციატივით და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის, პავლე კუბლაშვილის თანხმობით, გაიმართა შეხვედრა რელიგიურ საბჭოს წევრებს, პავლე კუბლაშვილსა და საჯაღო რეესტრის თანამსრომლებს შორის. შეხვედრაზე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია     რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით.
28 ივლისს გაიმართა წარმომადგენლობითი შეხვედრა  მედიაორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებსა და ეთნიკურ და რელიგიურ საბჭოს წარმომადგნელდებს შორის, თემაზე უმცირესობები და სიძულვილის ენა მედიასა და საჯრო სივრჩეში. შეხვედრაზე განხილული იყო ბოლო პერიდში მასიური ხაისათის შეუწყნარებლობისა და არმენოფობიის გამოვლენის შემთხვევები. შეხვედრაზე მოხდა მონიტორინგის პირველადი შედეგების პრეზენტაცია, ასევე მოხსენებით გამოვიდნენ სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური გაერთიანებების წარმომადგენლები. შეხვედრა რელიგიური და ეთნიკური საბჭოების ინიციატივით გაიმართა და მას კოორდინირებას ტოელრანტობის ცენტრი უწევდა. შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ შეიქნება ქსელი საჯარო სივრჩეში ქსენოფობიური გამოვლინების წინააღმდეგ, რომელსაც კოორდინირებას ტოელრანტობის ცენტრი გაუწევს.

 

რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები


2012 წელს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭომ რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციები მიმარათულია სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი და მიზნად ისახავს საქართველოში რელიგიური გაერთიანებებისათვი თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, რელიგიის თავისუფლების დაცვასა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას.

რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში ასახულია საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია შესაბამისი წინადადებები. მათ შორისაა საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ნორმები, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიების საკითხი, საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობის აუცილებლობის საკითხი და რელიგიური უმცირესობების საკულტო ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული პრობლემები. რელიგიათა საბჭო რეკომენდაციებით მიმართავს მედიასაც, რათა უფრო კვალიფიციურად და მეტი პრიოდულობით მოხდეს რელიგიური მრავალფეროვნების ასახვა და თავიდან იქნას არიდებული ქსენოფობური გაშუქება.

 


ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group