ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
27 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების ინიციატივით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები; ასევე, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები.
სიტყვით გამოვიდინენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ისრაელის კონსული საქართველოში ჰერცელ მაიმონი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი, ებრაელ ქალთა საერთაშორისო ფონდ ლეას ხელმძღვანელი მარინე სოლომონიშვილი. გამომსვლელები აღნიშნავდნენ, რომ ჰოლოკოსტის ხსოვნა აუცილებლად უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს, რათა მსგავსი საშინელება არასოდეს გამეორდეს.
მონაწილეებმა დაანთეს სანთლები და პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას.
*
27 იანვარი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2005 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის ბანაკის ათასობით ტყვე გაათავისუფლეს.