GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა

2013 წლის 17 დეკემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამართა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. კანონპროექტზე სამსჯელოდ იუსტიციის სამინისტრომ მოიწვია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წევრები, შშმ პირების, გენდერისა და ლგბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კანონპროექტის განხილვას ფასილიტაციას უწევდა იუსტიციის მინისტრი ქალბატონი, თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად.

 

განხილვისას პრობლემურ სფეროებად დასახელდა ამ კანონპროექტების რეგულაციების ბუნდოვანება მედიასთან მიმართებაში, თანასწორობის დაცვის ინსპექტორის საქმიანობის მონიტორინგის დეტალები, შშმ პირებთან მიმართებაში კანონპროექტის ზოგიერთი მუხლის ამოქმედების ვადის 2018 წლამდე გადატანა და კანონპროექტის მეორე მუხლის ქვეპუნქტებში დასახელებული „ნებისმიერი შევიწროებისა“ და მესამე პირის მიმართ ნებისმიერი „იძულების, წაქეზების და ხელშეწყობის“ ცნებები. გამოითქვა მოსაზრება, რომ კანონპროექტში ამ ტიპის დაუზუსტებელმა ჩანაწერმა შესაძლოა გამოიწვიოს გაუგებრობები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

 

მინისტრმა მოინიშნა ყველა გამოთქმული მოსაზრება და დამსწრეებს დაპირდა, რომ ამ საკითხების გაუმჯობესებაზე იმუშავებს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group