GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე

2014 წლის, 27 იანვარს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და საერთაშორისო ფონდ „ლეას“ მიერ ორგანიზებული   ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის და ებრაული თემის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები.

 

შეხვედრა გახსნა საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა და დამსწრე სტუმრებს მოუწოდა წუთიერი დუმილით პატივი ეცათ ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. მან აღნიშნა, რომ ადამიანები მუდმივ შინაგან მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რათა ჰოლოკოსტის საშინელება არასდროს არსად განმეორდეს, ხოლო სახელმწიფოები ამის მუდმივ გარანტად უნდა გვევლინებოდნენ.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო ფონდ „ლეა“-ს ხელმძღვანელი, მარინე სოლომონიშვილი,  გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, ნილს სკოტი, საქართველოში ისრაელის ელჩის მეუღლე, სანდა ფუხსი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბორის იაროშევიჩი, ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტების წარმომადგენელი, დავიდ ზოჰარი.

 

შეხვედრა ლოცვით დაასრულა მთავარმა რაბინმა ავიშაი ბათაშვილმა. ღონისძიების სტუმრებმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ, მენორაზე სიმბოლური სანთლები აანთეს.

 

ღონისძიებას მხარს უჭერდა USAID-ის მიერ დაფინანსებული გაეროს ასოციაციის პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group