GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ნართების ეპოსის ორენოვანი გამოცემისა და ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური ლექსიკონების მეორე გამოცემის პრეზენტაცია

2014 წლის 5 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართა ნართების ეპოსის ორენოვანი გამოცემისა და ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური ლექსიკონების მეორე გამოცემის პრეზენტაცია.

 

ნართების ეპოსი ქართულ ენაზე თარგმნა პროფესორმა ნაირა ბეპიევმა. კრებულში შესული ტექსტების დიდი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა. ნართების ეპოსი მხატვრულად გააფორმეს ქართველმა და ოსმა მხატვრებმა. წიგნში შესულია მახარბეგ თუღანოვის, შალვა ბედოევის, დავით პოპიაშვილის, ლევან სილაგაძისა და სხვათა ნახატები.  ნართების ეპოსს ახლავს კომენტარები, ტექსტების პასპორტიზაცია და სხვა.

 

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები ახალი მოვლენაა ქართველებისა და ოსების კულტურულ-საგანმანათლებლო ისტორიაში. ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები მოიცავს 50 000-ზე მეტ სიტყვას, ლექსიკონების შემდგენელი და მთავარი რედაქტორია ნაირა ბეპიევი.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

სომეხთა სამოციქულო ეკლესია, 23 ივლისი

ვარდავარი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group